სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. უნიანის ცნობით, შეხვედრის შემდეგ საუბრისას უკრაინის დელეგაციამ განაცხადა: გარანტიისთვის მათ ბევრი ქვეყანა სჭირდებათ, მათ შორის თურქეთი.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო.