რეგიონი
ასობით რუსი ჯარისკაცი ჩერნობილში რადიაციით მოიწამლა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მდებარე წითელ ტყეში რადიოაქტიური მტვერი შეისუნთქეს.
უკრაინელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ასობით რუსი ჯარისკაცი მწვავე სხივური დაავადების სამკურნალოდ ბელარუსის ქალაქ გომელში მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფება.
მედიის ცნობით, ისინი წითელ ტყეში თხრილების აკეთებდნენ, რა დროსაც მათ ორგანიზმში მიწიდან გამოთავისუფლებული რადიოაქტიური ნივთიერებები მოხვდა.
“ბელარუსის რადიაციული მედიცინის ცენტრში დასხივებული რუსი ტერორისტების მორიგი წყება გადაიყვანეს. ახლა მოგიწევთ, დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ამასთან ერთად გაატაროთ. არსებობს წესები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ვრცელდება”, — წერს უკრაინის აკრძალული ზონის სამმართველოს სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, იაროსლავ იემელიანენკო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :