რეგიონი
კრემლისთვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერება "პოლიტიკურად მოტივირებულია"
მოსკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ, იყო ,,უკანონო" და ,,პოლიტიკურად მოტივირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის შედეგად, 93 წევრმა ქვეყანამ, რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა, 24 იყო წინააღმდეგი, ხოლო 58 ქვეყანამ თავი შეიკავა.
ადამიანის უფლებათა საბჭოში, წევრობის შეჩერების ეს მეორე შემთხვევაა. პირველი 2011 წელს ლიბია იყო.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :