უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 183 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 183 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 342 ბავშვი დაშავდა.
გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო არ არის.
ამასთან, დაბომბვების შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, საიდანაც 87 სრულად განადგურდა.