რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციას“ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე - ლავროვი
რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა, თუმცა რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, თუმცა მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ მოსკოვმა არ უნდა შეაჩეროს ოპერაციის მიმდინარეობა, როცა მხარეები კვლავ შეიკრიბებიან.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა ლავროვმა.