მიცვალებულების დათვლა შევწყვიტეთ - მარიუპოლის მერი
ალყაში მოქცეული ქალაქის, მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში 21 000 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქუჩაში მიმდინარე ბრძოლების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებული გახდენენ, ცხედრების დათვლა შეეწყვიტათ.
მისი თქმით, ცხედრები ქუჩებიდან ქრება და ამაზე პასუხისმგებლობა რუსულ ძალებს ეკისრება.
შეგახსენებთ, უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ გუშინ განაცხადა, რომ მარიუპოლის 33 000 მცხოვრები რუსეთში ან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით გადაიყვანეს.