უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. დაღუპულის დის განცხადებით, ტერიტორიიდან ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, ტატო ბიგვავა უკრაინის მოქალაქეა და ის „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხება.
უკრაინაში იმყოფებიან ბიგვავას მშობლებიც. ისინი უკრაინაში საცხოვრებლად აფხაზეთში ომის შემდეგ გადავიდნენ.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი თვის წინ ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
ოჯახს ცხედრის გადმოსვენება საქართველოში სურს. ის წარმოშობით ზუგდიდელია.
დღესვე, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე თავდასხმა მძიმე არტილერიის გამოყენებით განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საარტილერიო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა სახელები.
იქამდე კი,უკრაინის დედაქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მდებარე კინოთეატრ „ტამპერეში“ ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კინოთეატრი დაახლოებით 10 წელია დაკეტილია.