მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა — გაერო
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNH) ინფორმაციით, მსოფლიოში პირველად, ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 90 მილიონს აღწევდა.
ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, "ახალი საშინელი სტატისტიკა" საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გამოღვიძების ზარი უნდა იყოს.
ოფიციალური პირები ლტოლვილთა რაოდენობის გაზრდას უკრაინაში მიმდინარე ომსაც უკავშირებენ. როგორც ისინი ამბობენ, ომის დაწყების შემდეგ უპრეცედენტოდ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იძულებულები გახდნენ კონფლიქტს, ძალადობას, დევნასა და ადამიანის უფლებების დარღვევას გაჰქცეოდნენ.