რეგიონი
ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს - რუსული მედია
უკრაინის სუვერენულ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, 11 ივნისიდან რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის მიერ დანიშნულ ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, ზაპოროჟიეს რეგიონის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა“, ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ რუსულ პასპორტზე 70 000-ზე მეტმა მცხოვრებმა შეიტანა განაცხადი.
ასევე რუსული მედიის ცნობით, ხერსონის რეგიონში, პასპორტებისთვის 23 მცხოვრები მივიდა. მათ შორისაა ამ რეგიონის საოკუპაციო „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ ვლადიმირ სალდო, რომელიც მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.
გააზიარეთ :