რეგიონი
ყირიმში სამხედრო ტექნიკასთან პოზირებენ და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ
ყირიმის 2-მა მაცხოვრებელმა თავდაცვის სისტემებთან გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელებიდან მალევე წაშალა, თუმცა ისინი ვირუსულად გავრცელდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლოდროინდელმა აფეთქებებმა ცხადყო, რომ ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოკაცია ყირიმია.
იქ არსებული რუსული სამხედრო ტექნიკის ადგილების გამხელა უკრაინისთვის მომგებიანია, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები "მადლობას უხდიან" მათ და ამ მხრივ აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
დეტალები: ერთ-ერთ ფოტოზე, მომხმარებელმა საჰაერო თავდაცვის სისტემები აღბეჭდა და დააწერა "ევპატორია დაცვის ქვეშ". ამბის გახმაურების შემდეგ მან სთორი წაშლა, ანგარიში კი აღარ იძებნება.
ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესმდივანმა ამასთან დაკავშირებით დაწერა: "ყირიმიდან მარინამ გულთბილად გვაჩვენა საჰაერო თავდაცვის მდებარეობა ევპატორიასთან ახლოს. იყავი მარინასავით! მოაახლოვე ყირიმის გათავისუფლება".
კიდევ ერთი ფოტო VKontakte-ზე ყირიმის მკვიდრმა გამოაქვეყნა — ის ძალიან ახლოს დგას საზენიტო სარაკეტო სისტემებთან.
ამის შემდეგ სევასტოპოლის გუბერნატორმა ყირიმის მაცხოვრებლებს მოუწოდა, არ გადაიღონ და გაავრცელონ ფოტოები თავდაცვის სისტემების ფონზე.
ჟურნალისტებმა, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ღია მონაცემების გამოძიებებში, აღმოაჩინეს ადგილი, სადაც მოწყობილობები მდებარეობს და შესაბამისი კოორდინატებიც გაავრცელეს.
გააზიარეთ :