რეგიონი
რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს რადიაციულ შანტაჟზე პასუხისმგებლები "როსატომის" თანამშრომლებიც არიან. მისი თქმით, ნორმალური არ არის, რომ მათ წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს.
„არც ის არის ნორმალური, რომ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ვიზა ევროპულ ქვეყნებში, რათა დაისვენონ ან "შოპინგზე" გაემგზავრონ, მაშინაც კი თუ ეს ადამიანი სამხედრო დამნაშავეა ან ეხმარება რუსეთის სახელმწიფოს ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, არც ის არის ნორმალური, რომ ევროპული კომპანიები დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ გავიდნენ თუ არა რუსული ბაზრიდან და არც ის, რომ ვიღაცას ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან ენერგომიმართულებით თანამშრომლობის იმედი.
„არანაირი დათმობა ბანდიტებისთვის არ უნდა იყოს! მხოლოდ ახალი სასანქციო დარტყმები მათზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან რადიაციული შანტაჟის მიზნები ცინიკურია და გათვლილია უკრაინელების და ევროპელების დაშინებაზე, შანტაჟსა და იძულებაზე.
შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ოკუპანტების ქმედებების შედეგად, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროქსელიდან მთლიანად გაითიშა.
გააზიარეთ :