რუსეთმა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა
რუსეთმა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, „გაზპრომი“ განმარტავს, რომ მილსადენზე შეზღუდვები მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა და სამ დღეს გაგრძელდება.
"ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.
მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.
ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მიწოდების შეწყვეტა ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის მიზნით გაახანგრძლივოს.