რეგიონი
საერთაშორისო ექსპერტები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში შევიდნენ
კრემლის მიერ ოკუპირებულ, ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები დღეს პირველად შევიდნენ. საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა იმის დასადგენად, რამდენად დაზიანდა ენერგოდარში მდებარე სადგური და რამდენად მაღალია ბირთვული კატასტროფის საფრთხე.
სტრატეგიული ობიექტის აფეთქების შემთხვევაში რადიაციული დაბინძურების არეალი უდიდეს მასშტაბს, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მოიცავს.
პასუხისმგებლიანმა სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს მზადება ყველაზე მძიმე სცენარისთვის, რომ მყისიერად გაუმკლავდნენ საფრთხეებს, თუმცა მათ რიცხვში საქართველო არ არის.
"მთავარი არხი"
გააზიარეთ :