უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან სამი დასახლება გაათავისუფლეს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მეომრებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის ოლქში: დასახლება გათავისუფლდა. ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიბრუნა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 42-ე ცალკეული მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებების შედეგად ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა.
„ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიას, მთელ ჩვენს ხალხს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.