ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ.
"ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას ექნება შედეგები. ისინი იქნებიან ყველაზე მეტად გარიყულები მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე და იმ მასშტაბების გათვალისწინებით რასაც ისინი აკეთებენ, პასუხი განისაზღვრება“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ამერიკელმა ლიდერმა არ დააკონკრეტა რა სახის პასუხს გასცემენ რუსეთს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის "შედეგი" ნამდვილად იქნება.