რუსების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
„ოკუპანტები ბომბავენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, ნაღმტყორცნებითა და მძიმე არტილერიით. ცეცხლით ფარავენ ჩერნობაევკას, ანტონოვკას და ხერსონს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრები დაზიანდა.