ისრაელის ქმედებებმა, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ - ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“, რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ.
,,ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი აგრძელებენ ისრაელის მიმართ ფართო მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე“, - წერს რაისი სოციალურ ქსელში.
"წინააღმდეგობის ღერძი" გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქსელს ახლო აღმოსავლეთში და მასში „ჰამასიც“ შედის.
აშშ-ის ხელისუფლება ირანს აფრთხილებს, ისრაელ-ჰამასის ომში არ ჩაერიოს, რათა ის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.