ღრმად შეშფოთებულები ვართ ადამიანებზე ძალადობით - ო'ბრაიენი საქართველოში 14 მაისს ჩამოვა
სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ჯეიმს ო"ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
,,ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ," - ნათქვამია განცხადებაში.
თავად ო'ბრაიენი კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმაურება და რუსული კანონის მოწინაღმდეგეთა მიმართ ძალადობას გმობს:
,,ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ და ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას," - წერს ო'ბრაიენი.