უკრაინის დარტყმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს - მარია ზახაროვა
რუსეთის ფედერაციის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
”ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს”, - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.
რუსეთის კურსკის ოლქიდან 76 000-ზე მეტი ადმიანია ევაკუირებული, - ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევაკუირებულების ნაწილი დროებითი განსახლების ცენტრებში გაგზავნეს, ნაწილი კი - ნათესავებთან.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განმარტავენ, რომ დროებითი განსახლების 60 ცენტრში 4,3 ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული. ევაკუაცია სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება და მათ ანაწილებენ ვორონეჟის, კალუგას, ლიპეცკის, მოსკოვის, ორიოლის, ტვერისა და ტულას ოქლებში.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.