რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები
რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებსა და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსულმა არმიამ, სულ მცირე, შვიდი დარტყმა განახორციელა. თავშესაფრებში დარჩით!“ - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასიურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს.