სხვადასხვა
ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები პოლონეთიდან სოფელ რუსთავში
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ვაჟა ძირკვაძემ პოლონეთიდან ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები ჩამოიყვანა.  ერთი სული შინაური ცხოველი ფერმერს 6 000 ლარი დაუჯდა.  მაღალი ხარჯების მიუხედავად, ფერმერი დარწმუნებულია, რომ ოთხი სული ძროხა დანახარჯს მოკლე დროში აუნაზღაურებს.
00:09 / 10.03.2016
საუნივერსიტეტო ქრონიკები
2016 წლის პირველი გადაცემა
16:36 / 09.03.2016
10 მარტის ,,დიალოგის" ანონსი – ტურიზმი
როგორ უნდა იქცეს ტურიზმი, რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და გაძლიერების საშუალებად;
12:31 / 09.03.2016
"საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენლებმა ახალციხელი ქალბატონები თაიგულებით დაასაჩუქრეს
პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ ახალციხის რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის წევრებმა ახალციხელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მათ ცენტრალურ პარკში  გამვლელ მანდილოსნებს საჩუქრად ყვავილების თაიგულები გადასცეს.  რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის უფროსის თქმით, ქალბატონებისთვის დღესასწაულის გალამაზებაში წვლილი ამგვარად შეიტანეს.
19:15 / 08.03.2016
ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი სამცხე–ჯავახეთში დააკავეს
ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი სამცხე–ჯავახეთში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე  მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა და ბრალდებული დააკავა. განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს და ოპერატიული მასალა გაავრცელეს. შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა პერტიას თქმით ბრალდებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს. https://www.youtube.com/watch?v=UUVA8_OdV80 უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ლევან მ-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით). შეგახსენებთ, რომ საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს, 26 თებერვალს, 5 ტყვია იმ დროს ესროლეს, როდესაც ის თავის მეგობრის ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. პეტრიაშვილს ჭრილობები ფეხისა და მუცლის არეში აქვს მიეყენებული, რის შედეგადაც მან 2 გადაუდებელი ოპერაცია გადაიტანა. თავისუფალი დემოკრატები ძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მათი განმარტებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა გაგრძელდეს. მომხდარის გამოძიება შს მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
19:15 / 07.03.2016
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერამდე მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. „საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას,” – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია.
18:03 / 05.03.2016
„სანამ მაჭუტაძეს, კოხოძესა და ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ტარიელ ნაკაიძე
„სანამ მაჭუტაძეს, კოხოძესა და ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ტარიელ ნაკაიძე
„სანამ გუბერნატორ მაჭუტაძეს, პოლიციის უფროსს კოხოძესა და ადიგენის გამგებელ ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“
15:49 / 05.03.2016
გიორგი კვირიკაშვილი 5 მარტს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი 5 მარტს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი 5 მარტს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. პრემიერ–მინისტრი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსებულ საამქროებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს. პრემიერი დაესწრება ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “Crowne Plaza Borjomi”–ს გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბორჯომში, 17:00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი, ბორჯომში ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. სასტუმროს საერთო ფართია 16100 მ2–ია. იგი აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. სასტუმრო “Crowne Plaza Borjomi” მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ინვესტიციის საერთო მოცულობა 32 მლნ აშშ დოლარია.
22:15 / 04.03.2016
ახალციხეში დედის დღე აღნიშნეს
3 მარტი, დედის დღე ახალციხეშიც აღინიშნა. ,,უნიმედი სამცხესა“ და კლინიკა ,,იმედის“ სამშობიარო განყოფილებაში მყოფი დედები და ახალშობილები, ახალციხის მუნციპალიტეტის გამგეობისა და მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს და დღესასწაული მიულოცეს. თვითმმართველობის წევრებმა მათ ყვავილები და ბავშვისთვის ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. საქaრთველოში დედის დღე, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა და უზენასმა საბჭომ დააამტკიცა. თარიღი ყოველწლიურად 1991 წლიდან აღინიშნება. 3 მარტი უქმე დღედაა გამოცხადებული.
16:52 / 03.03.2016
9 მარტის "ფერმერის საათის" ანონსი

ცხოველთა კვება და მისი გაუმჯობესების გზები

12:47 / 03.03.2016
გიორგი კოპაძე "ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
ახალციხის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ისევ გიორგი კოპაძე გახდა. ქალაქის მერი პარტიის თავმდომარედ დელეგატებმა  უკვე მეორედ აირჩიეს. ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა,  მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.  დარბაზში ,,ქართული ოცნების“  500–მდემხარდამჭერი იმყოფებოდა.
21:09 / 02.03.2016
ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ამ წუთებში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. ახალციხეს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სტუმრობენ. ,,მე–9 არხის“ ინფორმაციით, სხდომაზე  “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ, რომლის ერთ–ერთი კანდიდატი ქალაქის მერი, გიორგი კოპაძეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თავად მერმა დაუდასტურა. შეხვედრას 500–მდე ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ესწრება. ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომკ ,,ქართული ოცნების“  საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ სხდომის გადაღების საშუალება ექნებოდათ, ბოლო მომენტში, პარტიის პირველი პირების დაცვის წევრებმა  ოპერატორებს დარბაზი დაატოვებინეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.
18:31 / 02.03.2016
ახალციხეში მოსწავლეებმა ასპინძელ მწერალს მოუსმინეს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის, მეექვსე კლასისი მოსწავლეები  ასპინძელ მწერალს შეხვდნენ.ზელიმხან მაღრაძემ ახალგაზრდებს  საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და მათთან ერთად ნაწარმოებები განიხილა. ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კლასის ხელმძღვანელის ნინო ნადირაძისა  და ისტორიკოსის ნატო ყრუაშვილის ინიციატივით, პროექტის „უკეთ გავიცნოთ ჩვენი მხარე“ ფარგლებში  გაიმართა.
16:46 / 02.03.2016
ახალციხეში კახი კალაძეს ელოდებიან
ახალციხეში კახი კალაძეს ელოდებიან
ახალციხეში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ელოდებიან. კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის  წევრებს, მესხეთის სახელმწიფო, პროფესიული დრამატული თეატრის შენობაში შეხვდება. როგორც “მეცხრე არხს” ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ განუცხადა, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას, თავმჯდომარის არჩევა მოხდება, თუმცა ამ თანამდებობას ვინ დაიკავებს, ეს ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები უკვე არჩეულია ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში.  
14:14 / 02.03.2016
ადიგენში მომხდარ ფაქტს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ეხმაურება
ადიგენში მომხდარ ფაქტს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ეხმაურება
ადიგენში მომხდარ ფაქტს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარი ეპისკოპოსი ეხმაურება, ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. “სრულიად აღმაშფოთებელია დაპირისპირება ქრისტანებსა და მულიმებს შორის სოფელ ადიგენში. ბოლო წლებში კონფლიქტები საქართველოს მუსლიმსა და ქრისტიან მოქალაქეებს შორის პერმანენტულ ხასიათს ღებულობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის საკითხები კვლავ მოუგვარებელია საქართველოში. ხელისუფლება ზოგ შემთხვევაში გულგრილობას იჩენს მსგავსი კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ზოგ შემთხვევაში თავად გვევლინება ამ კონფლიქტების გამღვივებლად და იმპლემენტატორად. ასეთი ხასიათის რყევები აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესს. ის ხელყოფს საქართველოს მოქალაქეების მუსლიმებისა და ქრისტიანების ღირსებას. ადამიანის დევნა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ქრისტიანობისა და ქრისტეს სახელით პირველ რიგში ქრისტიანობას აზიანებს და უთხრის ძირს. მუსლიმებისა და ქრისტიანების ღმერთი ერთია, რადგან ღმერთი ერთის მეტი არ არის. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმყარე და ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის რელიგიურ თავისუფლებას ყასიდად აღიარებს, სხვებისათვის მოსაჩვენებლად, თუ მართლაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ყველა მკვიდრი თანასწორი იყოს და ლარად გრძნობდეს ამ ქვეყანაში თავს. თუ მართლა აღიარებს, გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და მისცეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, და განსაკუთრებით მუსლიმურ უმცირესობას, რწმენის აღსარების თავისუფლება. ამ ნების გამოხატულება იქნება ის, თუ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოაგვარებს სადავო საკითხებს და ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის განახლებული ურთიერთობის ნიშნად ბათუმელ მუსლიმებს მისცემს საშვალებას ააგონ მეჩეთი, სადაც ყველა მუსლიმი მლოცველისთვის იქნება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშვალება”.
18:12 / 01.03.2016
ადიგენში მიმდინარე  მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს
ადიგენში მიმდინარე მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს
ადიგენში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს”–ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17:43 / 01.03.2016
შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს
შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%); ბ) ტრანზიტი – 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%); გ) სხვა – 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%). რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.
16:23 / 01.03.2016
ახალციხის ციხეზე გიდები დააბრუნეს
ახალციხის ციხეზე გიდები დააბრუნეს
ახალციხის ციხეზე გიდები ისევ დაბრუნდნენ.ისტორიული კომპლექსის  ადმინისტრაციამ 9 გიდს, ახალი  ხელშეკრულება დღეიდან, 1 მარტიდან გაუფორმა. როგორც, “მეცხრე არხთან” საუბარში ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, თებერვლის თვეში ვიზიტორთა რაოდენობა დიდი იყო, რაც გიდების სამსახურში დაბრუნების ერთ–ერთი მიზეზი გახდა. გიდებს, ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე აქვს. “გიდებისათვის ხელშეკრულებების გაფორმება სეზონურობაზეა დამოკიდებული. მათ ვადა დეკემბრის თვემდე აქვთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვიზიტორების ნაკლებობა იქნება, გამორიცხული არ არის, უფლებამოსილება ოქტომბერში ან ნოემბერში შეუჩერდეთ”–ამბობს ილია სიდამონიძე. ახალციხის ციხის 16 თანამშრომელი რომ ახალ წელს უმუშევარი შეხვდებოდა, ამის შესახებ, ციხის ადმინისტრაციამ  ცხრა გიდს, სამ მეთვალყურესა და ოთხ მარეგულირებელს ოფიციალურად 2015 წლის 29 დეკემბერს, თათბირზე განუცხადა. თუმცა აქედან, შრომითი ხელშეკრულება ოთხ მარეგულირებელს ისევ გაუგრძელდა.  ციხის ადმინისტრაცია  დათხოვილი თანამშრომლების ხელშეკრულებით აყვანას  აპრილის თვიდან გეგმავდა.
16:10 / 01.03.2016
მუსლიმთა სამმართველო ადიგენში მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
მუსლიმთა სამმართველო ადიგენში მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამმართველო სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს: “მუსლიმური რელიგიის მიხედვით, მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მუსლიმთა სამმართველომ სოფელ ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, არსებული სასაფლაოს გვერდით  მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები. საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას” – ნათქვამია განცხადებაში.
15:43 / 01.03.2016
,,დიალოგი" – ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციები და იდენტობა (სომხური ტიტრებით)
ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა წარმოადგენს. რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში უმცირესობათა უფლებებზე. რას გულისხმობს დასავლეთთან ინტეგრაცია სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თვითმყოფადობის, მათი განსხვავებული ტრადიციების, წეს–ჩვეულებების, ენისა და კულტურის საკითხებში – თოქშოუ “დიალოგი” ეთერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემას უთმობს.
10:41 / 01.03.2016
სხვა სტატიები
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
ასპინძა 17 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 9 °C
img
ნინოწმინდა 15 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9047
EUR
EUR
1
2.8684
RUB
RUB
100
2.9172
TRY
TRY
1
0.0828
USD
USD
1
2.6797
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobetmariobetmariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterbetturkey girişbetturkey twittermariobetcasibomdeneme bonusu veren sitelerbycasinobycasinostarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet dinamobet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000elf barCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/piabellacasinoimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinpiabellacasinonakitbahiscasibommeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale hava durumusigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetcasibomlunabetcasibomcasibominstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişonwinonwingrandpashabet+18 filmvbetbetkomholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10betebetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoportobetonwinsekabetMatadorbetjojobetcasibomcasibomcasibomcasibomcasibomholiganbetcasibomcasibomyouwincasibomcasibomcasibomDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetbetmatikBetmatikmarsbahis7slotsbets10alanya travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetsekabetThesakultahodeonbethiltonbetbelugabahismeritkingmarsbahismarsbahisbetvoleCratosroyalbetzbahisSahabet Girişhiltonbetgrandpashabetjojobet girişmarsbahissahabetjojobetsuperbetinmarsbahismariobetYouwinHepsibahisYouwin GirişHepsibahis Girisdinamobet girişhttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharingonwinimajbetmarsbahisCasibommariobetsavoybettingmariobetmariobetgrandpashabetmariobetmariobetmariobetmariobetmariobetmariobetmatbetpusulabet girişbetpark girişbetmatik twitterbaywin günceltümbetbetineGrandpashabet starzbetbelugabahisbetvoleartemisbetportobetbaywincratosroyalbetwww.istanbulllescort.net/