Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/01/e1839ce18390e18397e1839ae18398e183a1e183a6e18394e18391e18390.png?w=390" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/01/12493690_583765241777798_8249281287175312677_o.jpg" not exists.



სხვადასხვა
მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია – აქცია ახალციხეში
მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია –ახალციხეში საინფორმაციო სახის აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის მოხალისეებმა, ორჰუსის კონვენციის შესახებ, საინფორმაციო სახის ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ პარკში დაარიგეს. რა მდგომარეობაა ორჰუსის კონვენციის აღსრულების მხრივ საქართველოში – ამის დასადგენად ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ადგილობრივების უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციის მიერ მინიჭებული უფლებების შესახებ, არ ხდება გარემოსდაცვითი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა. გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მათ მონაწილეობამ შედეგი თითქმის არ გამოიღო და არ მოხდა მათი აზრის გათვალისწინება. აღნიშნული გამოკითვის შედეგები და რეკომენდაციები, პროექტის ავტორებმა და მოხალისეებმა, ადმინისტრაციულ შემობაში, ქალაქის პირველ პირებს მიუტანეს. მსგავსი საინფორმაციო სახის  აქცია უკვე გაიმართა ქუთაისში. შემდეგი ქალაქი თბილისია.
11:14 / 21.01.2016
მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია
მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო,  ახალციხე – ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის,ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვისა და ლიპყინულის გამო  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 3 მონაკვეთზე: თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99  (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.  
13:03 / 19.01.2016
მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს დაურიგდება. ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები  მდინარის ნაპირებთან გადაინაცვლებენ, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მრევლი ყოველი წლის 19 იანვარს მდინარის წყლებში ცოდვებისგან განიბანება. ასევე სრულდება ნათლობის რიტუალიც. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით, ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა სვლას იწყებს, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”
11:00 / 19.01.2016
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთ საათზე მეტია იღებს. ნათია მერანიშვილმა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროკურორი ვალის ოსაძე ექვსივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებულთაგან უფლებების დამცველი სამ მათგანს ჰყავს. დანარჩენმა სამმა მოსამართლის შეთავაზებაზე – სახაზინო ადვოკატი დაენიშნოთ, უარი განაცხადეს. სოფელ ტყემლანაში დაკავებული ექვსი პირიდან ორი ქალბატონია. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთი მათგანი – ქეთევან ხმალაძეა. დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი ნინოწმინდიდან, ფოთიდან, ურეკიდან და ხულოდან არის. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას მოითხოვენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნათია მერაბიშვილი, უცნობია. შეგახსენებთ, რომ როკურატურის მტკიცებით,  2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხმალაძის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სოფელ ტყემლანაში დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).
23:19 / 18.01.2016
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა. შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც ჯუნა ნათენაძემ ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან“ განმარტა, აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ პერიოდულად ჰქონდა, მისი გვარი გათავისუფლებულთა სიაში მიზანმიმართულად ხვდებოდა, რის შემდეგაც, სამუშო ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა. ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს, სამსახურში აუცილებლად დაბრუნდება.
15:28 / 18.01.2016
სამცხე-ჯავახეთში  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სოფელ ყვიბისის ტყისბუდესა და სოფელ მზეთამზეში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები. სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია.
13:03 / 18.01.2016
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის გამო 6 პირი დააკავეს
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის გამო 6 პირი დააკავეს
ნინოწმინდაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით, რამდენიმე უცნობი  პირი, სახლში შეღწევას ბინის გაძარცვის გამო ცდილობდა. შემთხვევას ოჯახის წევრის – ასაკოვანი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს–მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით , 7–15 წლამდე.  ამ დროის მონაცემებით , მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი  დაკავებულია. გამოძიების დასრულების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადების გავრცელებას გეგმავს.  
13:10 / 17.01.2016
ახალციხელმა სპორტსმენებმა, ევროპის ჩემპიონატზე, ექვსი ოქრო მოიპოვეს
ახალციხელმა სპორტსმენებმა, ევროპის ჩემპიონატზე, ექვსი ოქრო მოიპოვეს
  ახალციხელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს. ,,ბრძოლა წესების გარეშე”, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს, თბილისში „დეკადის“ დარბაზში გაიმართა. ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენებს, 16 იანვარს, მერი გიორგი კოპაძე  შეხვდა და წარმატება მიულოცა. „ ვამაყობ, რომ ახალციხელმა სპორტსმენებმა ესეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი ქალაქი ასახელეს“– აღნიშნა ქალაქის პირველმა პირმა. სპორტსმენების წარმატება მოულოდნელი იყო უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბ მე-13 ლეგიონის პრეზიდენტისათვის. „გახარებულები დავბრუნდით, არავინ არ ელოდა , რომ ახალციხელი სპორტსმენები ესეთ წარმატებას მიაღწევდნენ. ყველა ჩემს მეგობარს სპორტულ კარიერაში წარმატებას ვუსურვებ“– განაცხადა მიხეილ მესხმა. კიდევ ერთი წარმატება, აღნიშნული გუნდის წევრმა გიორგი აკოშვილმა ქალაქ კიევში გამართულ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონულ ტურნირში, ხელჩართულ ორთაბრძოლაში მოიპოვა და მეორე ადგილის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
19:10 / 15.01.2016
შს მინისტრმა რეგიონების დეპარტამენტების დირექტორებს პირველი მოადგილე წარუდგინა
შს მინისტრმა რეგიონების დეპარტამენტების დირექტორებს პირველი მოადგილე წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა და პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დეპარტამენტების უფროსებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა. როგორც ბესიკ ამირანაშვილმა თავის პირველ სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებთან კოორდინირებული მუშაობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.
15:12 / 15.01.2016
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი დაშავდა
ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი დაშავდა. შემთხვევა 15 იანვარს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შუახნის ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მან ზედა კიდურის დაზიანება მიიღო. დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში თავად ავტონობილის მძღოლმა გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისათვის, მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შშს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შემთხვევაზე გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
13:24 / 15.01.2016
ლია სულუაშვილი ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისათვის" დაჯილდოვდა
ლია სულუაშვილი ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისათვის" დაჯილდოვდა
ლია სულუაშვილი ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისათვის” დაჯილდოვდა. მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პრემია საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა 14 იანვარს – ქართული თეატრის დღეს  გადასცა. კონკურსი ჭიათურის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ,,წლის საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლის” ტიტული ლია სულუაშვილს, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლში სახელწოდებით ,,მშვიდი ღამე” დედის როლის შესრულებისათვის მიენიჭა.
13:03 / 15.01.2016
ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა
ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა. 15–მა  ვეტერანმა მოქანდაკემ საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინა. თითოეული  ქანდაკება   ,,მშვიდობის“ თემატიკას ატარებდა. ავტორებმა მათი შექნისათვის მუშაობა 2 იანვარს დაიწყეს და ძველით ახალი წლის ღამეს დაასრულეს. ,,ყინულის ქანდაკებების“ ფესტივალი ბაკურიანში წელს პირველად აღინიშნა. მას ორგანიზაერბა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია. ეს იყო პირველი ფესტივალი, სადაც გამარჯვებული არ გამოვლინდა და სიმბოლური საჩუქარი ყველა მონაწილემ მიიღო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივებისა და დამსვენებლებისათვის დედაქალაქიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა, ,,ბანმა“ იმღერა.  აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი 1999 წელს ჩეყარა. მას შემდეგ იგი ყოველწლიურად გუდაურში აღინიშნებოდა.
20:43 / 14.01.2016
მესხეთის თეატრის სახურავზე შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტები სწავლობენ
მესხეთის სახელმწიფო თეატრის შენობის სახურავზე შესრულებულ  სამუშაოებს საექსპერტო ჯგუფი სწავლობს. ,,ოპტიმალ გრუპ +“–ის ოთხკაციანმა შემადგენლობამ სახურავი, დაწესებულების ადმინისტრაციასა და სამუშაოების შემსრულებლებთან  ერთად დაათვალიერა. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ შენობაში წყალი ჩავიდა და თეატრის რესურსი დააზიანა, ამის შესახებ ექსპერტები დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ. როგორც მესხეთის თეატრის დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, ინდ. მეწარმე ,,ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგნლებმა სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს, რის გამოც დაწესებულება დაზიანდა. დირექტორი ხარვეზის გამოსწორებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნუგზარ სარაშვილი იგივე ინდ. მეწარმე ,,ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგნელი, ვალდებულია, მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე  10 წლის განმავლობაში თუ რაიმე ხარვეზი წარმოიშვა აღმოფხვრას.
18:52 / 14.01.2016
მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილიო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. ამ დროისათვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის გარდა, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს 2 მონაკვეთზე: თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  
18:17 / 14.01.2016
,,ტალიტა კუმში" შობა და ახალი წელი იზეიმეს
,,ტალიტა კუმში“ საშობაო–საახალწლო ზეიმი მოეწყო. შშმ პირებმა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მინი სპექტაკლი შესთავაზეს. არტ–თერაპიისა და არტ–მუსიკის პედაგოგებთან ერთად კი აუდიტორიას წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინეს. ბენეფიციარებისათვის სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს ახალციხის მრევლის პატარა წევრებმაც. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლურად სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზი ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
17:02 / 14.01.2016
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. 11 – მა ახალგაზრდამ ეროვნული სიმბოლო ადმინისტრაციული შენობის წინ, ჰიმნის თანხლებით აღმართა. ღონისძიებას ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაუწია. როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, ეროვნული დროშის დღის აღნიშნვას სამცხე–ჯავახეთთან ერთად ქვეყნის 7 რეგიონი შეუერთდა. თითოეული მათგანიდან 11 ახალგაზრდა საღამოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ქვეყნის პირველ პირს შეხვდება.
13:03 / 14.01.2016
ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მეეზოვე გარდაიცვალა
ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მეეზოვე გარდაიცვალა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “სუბარუს” მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი  მეეზოვეს დაეჯახა. 80 წლამდე ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
11:02 / 14.01.2016
ადიგენში დაკავებულ ექვს პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ადიგენში  დაკავებულ ექვს პირს, აღმკვეთ ღონისძიებად, ორ თვიანი პატიმრობა, ერთს კი – გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბესიკ აფრიამაშვილს, მამუკა გუტაშვილს, გია ჩილინგარაშვილს, ბორის აფრიამაშვილსა და ალექსანდრე ჩილინგარაშვილს ბრალად ყალბი დოკუმენტების გამოყენება ედებათ, მამუკა მათოშვილსა და ელენე ტეფნაძეს კი აღნიშნული დოკუმენტების დამზადება. ფაქტთან დაკავშვირებით, დღეს, 13 იანვარს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართა.
15:25 / 13.01.2016
ბაკურიანში, ყინულის ფესტივალზე ქანდაკებებს ვეტერანები წარადგენენ
ბაკურიანში, ყინულის ფესტივალზე ქანდაკებებს ვეტერანები წარადგენენ
ყინულის ქანდაკებების ფესტივალის 12 წლიან ტრადიციას წელს ვეტერანები აგრძელებენ. 15 მონაწილე საზოგადოებას „მშვიდობის“ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს წარუდგენს. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი მიზნად, მომავალი თაობისთვის ვეტერანების საქმიანობის გაცნობას ისახავს. ღონისძიებას ორგანიზებას წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უწევს. „ მნიშვნელოვანია და სიმბოლურია ის, რომ ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები შექმნიან ქანდაკებებს მშვიდობის თემაზე. საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები – ვეტერანები,რომლებიც ყოველთვის მზად არიან სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან, ასევე არიან ბრწყინვალე ხელოვანები: მხატვრები, ფერწერები, მოქანდაკეები“ – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა. ფესტივალი ბაკურიანში 6 იანვარს გაიხსნა და მისი დახურვა საღამოს 19:00 საათზე კონცერტითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით მოხდება. მონაწილეებს პრიზებსა და სიგელებს ირაკლი შიხიაშვილი გადასცემს.
14:03 / 13.01.2016
ვალის საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღესა
ვალის საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღესა
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს. მებაჟე-ოფიცრებმა ავტომობილში, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი OPIDOL-ი აღმოაჩინეს. ასევე, ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები DIPHNOKIM – 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE-აბი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
12:41 / 13.01.2016
სხვა სტატიები
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.