საზოგადოება
ახალციხის პარკში განათების შეკეთება დაიწყეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში, დღეს დილიდან ა(ა)იპ „ახალციხის სერვისის ჯგუფის“ თანამშრომლები მუშაობენ. სპეციალისტები დაზიანებული ლამპიონების შეკეთებას ცდილობენ.
ქალაქის ცენტრალური პარკის ერთი მხარე, ორ კვირაზე მეტია ჩაბნელებულია. დაზიანების მიზეზის დადგენა მას შემდეგ დაიწყეს, როცა საკითხით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.
სპციალისტები ამბობენ, რომ გარე განათებას დროებით ჩართავენ, რადგან დაზიანების სრულად აღმოფხვრას მასშტაბური სამუშაოები სჭირდება.
„არ ვიცი როდის დავასრულებთ, მაგრამ შევეცდებით ყველაფერი დღეს მოვაწესრიგოთ. დაზიანება ჯერ ვერ ვნახეთ, სავარაუდოდ მიწის ქვეშ არის და ყველაფრის სრულად მოწესრიგებას, პარკის მთლიანად ამითხრა დასჭირდება“, - გვითხრეს ა(ა)იპ „ახალციხის სერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებმა.
შეგახსენებთ, რომ გარე განათების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფს“ ეკისრება. მანამდე კი შპს „კეთილმოწყობის“ მოვალეობაში შედიოდა.
გააზიარეთ :