ჯანდაცვა
ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს
ადიგენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის გოგო, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში წაიყვანა. ექიმების თქმით, მას ნეიროქირურგის დახმარება სჭირდება.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი ამბობს, რომ დაშავებულს კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანენ.
"ტრავმული შოკი, ასევე ორივე ფილტვის დაჟეჟილობა აქვს, ხერხემლის რამდენიმე მალაზე მორჩის მოტეხილობა, ნეიროქირურგები გაარკვევენ რამდენად რთულია მდგომარეობა".
კიდევ ორი ახალგაზრდა, რომელიც ამავე ავარიის დროს დაშავდა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. მკურნალი ექიმების თქმით, მათი კვლევები გრძელდება.
შეგახსენებთ რომ ავარია დღეს, 22 მაისს, ხულო-ზარზმის გზაზე მოხდა. ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც სამი მგზავრი დაშავდა, ერთი პირი კი გარდაიცვალა.
გააზიარეთ :