საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა და მიტარბი შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით.
“მიტარბიში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა."
კომპანიის ცნობით, მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, ელექტროენერგიით შეუფერხებლად მარაგდებოდა.
"მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით, ადგილი არ ჰქონია.
მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
მიტარბის საბაგირო გუშინ, 6 თებერვალს გაჩერდა, მასზე მყოფი 30-მდე ქართველი და უცხოელი დამსვენებლის ევაკუაცია ორ საათში განხორციელდა. მიტარბის მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ კოხტას და დიდველის მოთხილამურე მაშველებიც. მათი თქმით, მუშაობა რთულ პირობებში, გაუკვალავ თოვლში მოუხდათ.
გააზიარეთ :