სოფლის მეურნეობა
ახალციხის სოფლებში, მხარდამჭერი კრებების ჩატარება 24 თებერვალს დასრულდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 40 დასახლებაში უკვე გაიმართა.
საერთო კრებები მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ღრელში, ჭაჭარაქსა და მინაძეში მხცოვრებმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ხმათა უმრავლესობით, ყველაზე პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს.
თითოეული სოფელი 10 ათასიდან 16 ათასამდე ლარს მიიღებს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. საკონსულტაციო შეხვედრები 25 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
Տարածեք :