სამცხე-ჯავახეთში კარტოფილი გაძვირდა
სამცხე-ჯავახეთში 1 კგ კარტოფილის ფასი შემოდგომიდან-იანვრამდე 45-65 თეთრს შორის მერყეობდა, ახლა კი მისი ღირებულება დაახლოებით 1 ლარია. jnews.ge-ის ცნობით, ახალქალაქის კარტოფილის ძირითადი მყიდველები აზერბაიჯანელი და რუსი გადამყიდველები არიან. მუნიციპალიტეტიდან ყოველდღიურად მათ დიდ სატვირთო მანქანებით ასობით ტონა კარტოფილი გადააქვთ აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და სომხეთში…
უკვე ორი დღეა, უამინდობის გამო საერთაშორისო საავტომობილო გზა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი დაკეტილია, რაც თავის მხრივ კარტოფილის რეალიზაციაზე აისახება.
ჯავახეთში მცხოვრები ფერმერების თქმით, თუ ადრე 1 ჰექტარის მოსაკრეფად 2200 ლარამდე იყო საჭირო, შარშან შემოდგომაზე 1 ჰექტარის ამოსაყრელად 5000 ლარი მოითხოვეს.