რელიგია
კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო
5 მარტს, კათოლიკე ეკლესიაში "ნაცრის ყრის ოთხშაბათის" (ან "ნაცრის ოთხშაბათის") ლიტურგია აღევლინა და კათოლიკეებისთვის 40 დღიანი დიდმარხვა დაიწყო.
კათოლიკე ეკლესიის საინფორმაცო სააგენტოს ცნობით, ,,მიიღო ნაცარი ნიშნავს, აღიარო, რომ ეკუთვნი ცოდვილთა ერს, რომელიც სასოებით მიმართავს ღმერთს, რათა წამოდგეს ცოდვისა და სიკვდილის დამმარცხებელ საპასექო ქრისტესთან ერთად: "მოექეცით და იწამეთ სახარება".
კათოლიკე სასულიერო პირის მამა პაატა ქომოშვილის განმარტებით, ,,თავზე ნაცრის დაყრა და მიღება მთელ თავის აზრს იძენს საკრებულოში აღსრულებული მსახურების დროს. ეს ასეა ყოველი საკრამენტული წესის და საიდუმლოს აღსრულებაში მონაწილეობისას, განსაკუთრებით კი ზიარებისას. ის არასოდეს არაა პირადი ღვთისმოსაობის აქტი, მაშინაც კი, როცა ასაკის, ავადმყოფობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა კრებულში მიიღოს მონაწილეობა".
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და ჩრდილოეთ გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირას აღინიშნება.2025 წელს კათოლიკეები და მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთ დღეს, 20 აპრილს, აღნიშნავენ.
Տարածեք :