რა თანხა იხარჯება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, ამათგან 14 სახელმწიფო ნაკრძალია, რომელთა ჯამური ფართობი 128 949 ჰექტარია, 14 ეროვნული პარკია (496 925 ჰექტარი) 26 აღკვეთილები (105 998 ჰექტარი), 40 ბუნების ძეგლები (2 737 ჰექტარი), 5 დაცული ლანდშაფტები (165 002 ჰექტარი), ხოლო 1 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ( 13 273 ჰექტარი).
ამავე მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ჯამში 744 ადამიანია დასაქმებული, 13.069 მლნ ლარია დახარჯული მის შენახვაზე, საიდანაც 8.683 სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებია, ხოლო 4.385 მლნ ლარი სხვა წყაროებიდან.
ამასთან, 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს აპარატში დასაქმებულია 123 ადამიანი, მისი შენახვა 3.611 მლნ ლარი დაჯდა, აქედან 2.882 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 728.8 ათასი ლარი კი სხვა წყაროებიდან მოზიდული თანხებია.
ამავე მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, 87 თანამშრომელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ჰყავს. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ტერიტორიის შენახვაზე 1.364 მლნ ლარი დაიხარჯა, საიდანაც 819.2 ათასი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 545.7 სხვა წყაროებიდან.