76 წლის ასაკში ისტორიკოსი უჩა ბლუაშვილი გარდაიცვალა
76 წლის ასაკში ისტორიკოსი და პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი გარდაიცვალა. იგი იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
უჩა ბლუაშვილი 1949 წელს დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა. 1973 წელს სწავლობდა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.
უჩა ბლუაშვილი სხვადასხვა წლებში იყო, ხალხთა მეგობრობის მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სკკპ ისტორიის კათედრის დოცენტი. ასევე, იყო მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი, პარლამენტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ -თანამშრომელი.
უჩა ბლუაშვილი, სხვადასხვა წლებში ასევე მუშაობდა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩევლად, სამცხე-ჯავახეთს სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსად, განათლების სამინისტროში მეცნიერების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში დირექტორის მოადგილედ. იგი იყო ისტორიის დოქტორი.