სოფლის ამბები
ზამთარი შემოდგომაზე - დერცელის ულამაზესი თოვლიანი პეიზაჟები (photos)
მართალია კალენდარზე ახლა შემოდგომაა, თუმცა სოფელ დერცელში უკვე ჩამოთოვა.
თუ ადიგენის მაღალმთიან სოფელს ესტუმრებით, თქვენ შეძლებთ ზამთრის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობას.
სოფელი დერცელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, დერცელის თემის შემადგენლობაში შედის.
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ღაღვისწყლის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1580 მეტრზე.დიგენიდან დაშორებულია 17 კილომეტრით.
2015 წლამდე შედიოდა მოხის ადმინისტრაციულ ერთეულში (მანამდე — თემში, საბჭოთა პერიოდში — სასოფლო საბჭოში).
სოფელი დერცელი ცნობილია ტრადიციული ღონისძიებით, რომელიც პირუტყვის შეღებვას უკავშირდება. მთაში, საზაფხულო საძოვრებზე წასვლის წინ, ფერმერები პირუტყვს მოსართავებითა და საღებავებით ალამაზებენ.
რამდენიმე ათეული წელია ადგილობრივები ამ ტრადიციას მისდევენ, ეს მათთვის სიახლესთან, სიხარულთან და ზეიმთან ასოცირდება.
Տարածեք :