ახალციხეში კორონავირუსი 43 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 55 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან 43 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 10 - ადიგენში, 2 - ახალქალაქში.
გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 163 პირი.
ამ დროისათვის გამოსაკვლევია 227 ნიმუში.
გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა არ გაზრდილა და მათი რიცხვი 68-ს შეადგენს.
5 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 600 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 9 პირი გარდაიცვალა.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1009 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 455, ადიგენში - 137, ახალქალაქში - 132, ბორჯომში - 118, ასპინძაში - 101 და ნინოწმინდაში 63.
კარანტინში 370 პირია. აქედან ახალციხეში - 44, ხოლო ბაკურიანში - 326.