წაღვერში ხვალიდან ხანძარს აზერბაიჯანული ვერტმფრენიც ჩააქრობს
დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან წამოსული ვერტმფრენი გზაშია. ის თბილისში 18:00 საათისთვის იქნება,
თუმცა დღეს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვას ვერ მოახერხებს. მანვე აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი ართულებს,
რადგან ხშირად იცვლის მიმართულებას.
წაღვერის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში უკვე მესამე ვერტმფრენი ერთვება.
არჯევანიძეების ტყეში გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, მაშველები უშედეგოდ ებრძვიან.
ქარის გამო იმატა დაკვამლიანებამ, რაც ხილვადობას და საჰაერო აპარატების მუშაობას ართულებს,
თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბიც.