კახა სამხარაძემ ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა
26.07.2018
,,სამცხე ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა – მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში გუბერნატორები შეიცვლებიან", -
ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გუბერნატორების გათავისუფლება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება.
"უახლოეს დღეებში მოხდება ახალი რწმუნებულების წარდგენა. ჩვენ ვცვლით მთლიანად სისტემას და გადავდივართ მართვის ახალ რეჟიმზე. ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. იმ სისტემაში რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავნერგავთ, ვინც დარჩა, მათ მიეცემათ საშუალება, რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა.ჩვენ იმაზე კი არ ვართ ორიენტირებული, რომ ძალიან მცირე პერიოდულობით გადავაადგილოთ ადამიანები, არა. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ დავნერგოთ ახალი სისტემა, თუ ადამიანები შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიაანთი შედეგის ჩვენებას, მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კარგი" – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
კახა სამხარაძემ თანამდებობა უკვე დატოვა. იგი "მეცხრე არხის" ზარებს არ პასუხობს. სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის პოსტზე იგი 2018 წლის 2 აპრილს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა კახა სამხარაძემ და სამცხე – ჯავახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ სამუშაო ადგილები გაცვალეს.
სამხარაძემ შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დაიკავა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო.
სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობისპროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
კახა სამხარაძე ქართული ოცნების პროპორციულ სიაში 128-ე იყო.
აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. მანამდე კი შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგადასახადო პრევენციისა და საბაჟო დეპარტამენტებში, სახალხო ბანკში, ფინანსთა და უშიშროების სამინისტროებში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.