„რის საფუძველზე მოხდა, დიდ თანხებზე გამარტივებული შესყიდვების გაფორმება ?“ - თამარ გოგოლაძე
28.02.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც 24 დეპუტატი ესწრებოდა. მათ შორის ორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა. ძირითადი კითხვები გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ დასვა. გოგოლაძე ითხოვს კონკრეტულ დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც მოხდა ,,დიდ თანხებზე გამარტივებული შესყიდვების გაფორმება“.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე სულ შვიდი საკითხი განიხილეს. ყველაზე მეტი კითხვა დეპუტატებს ,,მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის ანგარიშისა“ და ,,2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის“ შესახებ გაუჩნდათ.
საკრებულოს წევრებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ,,2020 წლის ბიუჯეტში, მერიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ“ ინფორმაცია და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება“.
მუნიციპალიტეტში ასეთი სულ 46 დასახლებაა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, წელს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებია: გარე განათებისა და სკვერების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია და ა.შ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.