საქართველოს პრეზიდენტი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს.
შეხვედრას პოლიტიკური პარტიებისა დაარასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში მართავს, სადაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საჯაროდ განიხილავს.
პრეზიდენტმა ამავე კამპანიის ფარგლებში, დღეს, 28 აპრილს, დებატები უკვე გამართა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც
სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.