ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა, დაახლოებით ორ საათში შეძლეს.
ხანძარი ორსართულიან სახლს გაუჩნდა. საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრები ნივთების გამოტანა. დამწვარია მეზობლის საქონლის სადგომიც.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო–სამაშველო სამსახურის 10–მდე ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებულნი იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის ჯგუფებიც.
ხანძარი დაახლოებით 18:30 საათზე გაჩნდა. მეზობლებმა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ცეცხლი შენობას სწრაფად
მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.