სოფლის მეურნეობა
საძოვრების მოთხოვნით 15 სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა
ახალციხის 15 სოფლის 70-მდე მაცხოვრებელმა საპროტესტო აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან მეორედ გამართა. ადგილობრივების თქმით ტერიტორია, რომელსაც ვალესა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები საძოვრებად და სათიბებად იყენებდნენ, სხვა რეგიონიდან, მთაბარობისთვის ჩამოყვანილმა ცხვრისა და საქონლის ფარებმა გაანადგურეს.
მათ მოთხოვნას სოფელ ჭაჭარაქის ხუთი მოსახლის პრობლემაც ემატება. 30 ივნისს, მთიდან 70 სული პირუტყვი დაკარგეს. ადილობრივები ირწმუნებიან, რომ ქურდებმა საქონელი თურქეთის ტერიტორიაზე გადარეკეს.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, მომთაბარე მწყემსებმა მათ მთებში ჯერ საქონელი, შემდეგ კი 12 000 სული ცხვარი ჩამოიყვანეს.
მწყემსები პირუტყვს იმ მიწაზე აძოვებენ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა წლებია ადგილობრივები იყენებენ.
ფერმერების თქმით, ამის გამო ზამთრისთვის თივას ვერ იმარაგებენ. გარდა ამისა, ფარამ დააზიანა სოფლების სასმელი წყლის სისტემაც.
აქციის მონაწილეებს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ხვდება. ადგილზე იმყოფება მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი და დეტალებს დასრულებისთანავე მოგაწვდით.
ამავე თემაზე:
ცხვრის ფარებმა ჩვენი სათიბები გადაძოვეს - ახალციხელი ფერმერები დახმარებას ითხოვენ
"თუ მართლა ჩაკეტილია საზღვრები, როგორ გადარეკეს თურქეთში 70 სული პირუტყვი“ - ჭაჭარაქის მოსახლეობა
Տարածեք :