ჯანდაცვა
აბასთუმანში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ოთხი პირი შეიყვანეს
აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში ოთხი პირი შეიყვანეს. ოთხივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ ორი გერმანიიდან, ორი კი სარფის გავლით იტალიიდან შემოვიდა. იზოლაციაში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ, 12 მარტის ჩვენთან 13 პირი რჩებოდა. საღამოს ოთხი მოიყვანეს. კიდევ ველოდებოდით, ვიცოდით რომ რეისი მოფრინავდა, თუმცა ჯერ არავინ გამოუშვიათ. თუმცა შესაძლოა, დღის განმავლობაში დაგვემატონ. დღეს სავარაუდოდ, 2-3 პირის გაწერა გვიწევს, თბილისიდან ველით პასუხს“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.
ამ ეტაპზე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინს 17 პირი გადის. მათ შორის არის ორი მოქალაქე, რომელმაც ოზურგეთში თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ისინი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.
Տարածեք :