SSSS

ჯანდაცვა
უზუსტობები მეგი ბაქრაძის საქმეში და ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინი
სამცხე-ჯავახეთში ორი კვირაა ვაქცინაციის პროცესი შეწყვეტილია. მას შემდეგ, როცა 18 მარტს, კლინიკა „იმედში“ მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ გვერდითი რეაქცია, პირველადი შეფასებით,ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, „ასტრაზენეკას“ ინექციის გაკეთების სურვილი არც ერთ მედიკოსს გამოუთქვამს.

ვაქცინაციის დაწყებიდან ოთხ დღეში, სამცხე-ჯავახეთში 26 მედიკოსი აიცრა. 26-ე ახალგაზრდა მედდა მეგი ბაქრაძე იყო. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა.მათზე პასუხები ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებას ან წარუმატებლობას განაპირობებს. კითხვებს უნდობლობა დაემატა, რაც გავრცელებულ ინფორმაციაში არაერთმა უზუსტობამ გამოიწვია.

უზუსტობა #1


როდის გაუკეთდა ინექცია მეგი ბაქრაძეს - ეს საკითხი დამატებითი განხილვის საგანი არ გახდებოდა, რომ არა ახალციხის კლინიკა „იმედის“ მიერ გაცემული სამედიცინო ისტორია, რომელიც ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი შემთხვევიდან ერთ კვირაში გახდა. ფორმა N100-ში წერია, რომ ვაქცინაცია 12:30 წუთზე ჩატარდა, რაც რეალურ დროსთან დაახლოებით, 20-წუთიან სხვაობას გვაძლევს.

მას შემდეგ, როცა მეგი ბაქრაძეს გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პრესკონფერენცია გამართა. მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მედდა 12:15 წუთზე აიცრა. დაახლოებით, ამ დროს აჩვენებს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ გადაღებული ფოტომასალა. სანამ ოპერატორი მეგი ბაქრაძის ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ პროცესს იღებდა, ჟურნალისტმა ნინი ბერიძემ მობილური ტელეფონით რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლის დეტალურ ინფორმაციაშიც გადაღების დროდ 12:10 წუთი წერია. ამ ფაქტს ამყარებს კედლის საათი, რომელიც ამავე ფოტოში ჩანს და 12:12 წუთს უჩვენებს.

ფოტო, რომელიც მეგი ბაქრაძის საქმეში არსებულ მასალებს მნიშვნელოვნად ცვლის, ჟურნალისტებმა გამოკითხვისას გამომძიებლებს გადასცეს. მასალა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატებისთვისაც, რომლებიც ითხოვენ, რომ კლინიკის მიერ, დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, რადგან დროის ცდომილება 15-18 წუთია.

„როცა ანაფილაქსიური შოკი ვითარდება, იქ 18 წუთს კი არა, ერთ წუთს აქვს მნიშვნელობა. თუმცა აქ სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია სიმპტომების გამოვლენის დრო. ამის შემდეგ რა ხდება? ეს სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ. საინტერესოა სიმპტომების განვითარებიდან რეანიმატოლოგის მოსვლამდე რა დროა გასული“, - ამბობს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი. ვახტანგ კალოიანი ორივე კლინიკის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ფორმა N100-ს გაეცნო. მას 15-მდე კითხვა აქვს, რაც სპეციალისტებს სრული სურათის აღდგენაში დაეხმარებათ.

„საბოლოო დიაგნოზი რა არის? მუცლის ღრუში რა ხდება? სიმპტომების გამოვლენის შემდეგ რა გაკეთდა? რა თანმიმდევრობით? რეანიმაციის, ინტუბაციის, ხელოვნურ აპარატზე ყოფნის დრო, გულის გაჩერება როდის დაფიქსირდა? რა სახის მედიკამენტური დახმარება აღმოუჩინეს? ასეთი შემთხვევების დროს, როცა ექსპერტებად ვართ მიწვეული, ყველა ამ მასალის მიღების შემდეგ 2-3 კვირაა საჭირო დასკვნისთვის“.

ჯანმრთელობის ფორმა N100 პაციენტს თან არ ახლდა, როცა ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. რა სახის მკურნალობა ჩაუტარდა მეგი ბაქრაძეს საუნივერსიტეტო კლინიკაში არა სამედიცინო დოკუმენტაციით, არამედ რეანიმატოლოგისგან შეიტყვეს, რომელიც მეგის ახალციხიდან გაჰყვა.

„შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი. მე კლინიკა „იმედისგან“ დოკუმენტაცია მიღებული არ მქონდა. ფორსმაჟორული მდგომარეობა იყო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმი მოჰყვა თან, აღგვიწერა, ვერბალურად მოგვიყვა შემთხვევის შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „იმედის“ კლინიკაში ჩატარებულ ღონისძიებებს ვერ შევაფასებ“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

„ჩემი შვილი ოთხი საათი ახალციხეში ჰყავდათ, როგორ არ ჰქონდათ იმის დრო, რომ ფორმა 100 შეევსოთ და გაეყოლებინათ თბილისში?“, - ამბობს გარდაცვლილის დედა ირმა ბაქრაძე.

უზუსტობა #2

შემთხვევის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში რეანიმატოლოგი, კლინიკის დირექტორი, იმუნიზაციის კაბინეტის ექიმი და კლინიკური მენეჯერი აცხადებდნენ, რომ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკაში, მეორე სართულზე იმყოფებოდა და პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა „წამებში მოხდა“.

მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან 21 მარტს განაცხადეს, რომ რეანიმატოლოგმა მათ უთხრა, რომ შემთხვევის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მედდის ახლობლების ინტერვიუ გავრცელდა, რეანიმატოლოგმა თქვა, რომ ქალაქში, მანქანით მოძრაობდა, როცა მეგის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეატყობინეს.

„იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე, გასული ვიყავი კლინიკიდან, გუბერნიაში შეხვედრაზე ვაპირებდი მისვლას. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს. მე მანქანა არც გამიჩერებია, როგორც კი ზარი შემოვიდა, დავტრიალდი და წამოვედი. ჩემს კლინიკაში მოსვლას დასჭირდა დაახლოებით, ორი წუთი“.

პირველი კომენტარიდან ორი დღის შემდეგ პოზიცია დირექტორმაც შეცვალა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი აფციაური ადგილზე ორ წუთში მივიდა.

„მოდით, დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენგან ყველაფერი დაწვრილებით აღიწერა, ყველაფერი დროებში არის გათვლილი. როდის რა მოხდა, რა ჩატარდა, ვინ როდის მოვიდა. ორ წუთში იქ რეანიმატოლოგი იყო, თუ რამდენ წუთშიც აღწერილია იქ, ზუსტად იმ დროში იყო“.

ოჯახის ფიქრობს, რომ სანამ რეანიმატოლოგი კლინიკაში მივიდა, გადამწყვეტი დრო დაიკარგა.

„რეანიმატოლოგი ორ წუთში კლინიკაში ვერაფრით ვერ მივიდოდა. დრო დაკარგეს გულის გაჩერების შემდეგ. სავარაუდოდ, უმცროსი ექიმი ეწვალა გულის ამუშავებას, ვერ მოიყვანა გონს და მერე დაურეკა რეანიმატოლოგს. სანამ ეს (რეანიმატოლოგი) მივიდა, ის პერიოდი გავიდა, რაც ტვინს სისხლის მიწოდებისთვის სჭირდებოდა. ეს შედეგი ამ დაგვიანების შედეგად დადგა“, - ამბობს გარდაცვლილის ბიძა ტარიელ ბაქრაძე.

საშუალოდ, რა დროა საჭირო რეანიმატოლოგის მიერ მითითებული ადგილიდან კლინიკამდე მისასვლელად - ამის დასადგენად ექსპერიმენტი ჩავატარეთ. თამარ მეფის ძეგლიდან სამედიცინო დაწესებულებამდე მისასვლელად ექვსი წუთი დაგვჭირდა.

ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც კლინიკის ადმინისტრაცია და გარდაცვლილის ოჯახი ვერ თანხმდება. მეგის გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გაკეთდა.

უზუსტობა #3

17 მარტს, საღამოს, მეგიმ ერთი აბი დალია. ქმარს უთხრა, რომ მისი კლინიკის ექიმმა დაუნიშნა. მეორე აბი ვაქცინაციის შემდეგ უნდა დაელია. მანუჩარ კობახიძე ამბობს, რომ მის ცოლს ჰემოგლობინი დაბალი და პროთრომბინი მაღალი ჰქონდა.

„მორიგეობიდან სახლში რომ მოვიდა, მითხრა წამალი დამალევინესო. ამის მერე თავის ტკივილი ჰქონდა. ვიღაცა ექიმს მიუცია ორი ტაბლეტი. მეორეს ხვალ, ნემსის მერე დავლევო, ეს მეუღლემ თავად მითხრა“, - იხსენებს მანუჩარი.

მედიკამენტის მიღების შესახებ მეგი ბაქრაძის დედამთილმა ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, როცა მედდა კრიტიკულ მდგომარეობაში, კლინიკა „იმედში“ იმყოფებოდა.

„გუშინ გაუკეთეს ანალიზები, მისცეს რაღაც ერთი ტაბლეტი. სახლში რომ მოვიდა მთელი დღე თავი სტკიოდა. გამაყუჩებელი დალია და წუხელ მშვიდად ეძინა. დილით ადგა, ჩაწერილი ვარ 10 საათზეო და წამოვიდა. ყველა იკეთებს და მეც უნდა გავიკეთოო“,
- გვითხრა მანანა კობახიძემ 18 მარტს კლინიკის ეზოში, სანამ მეგის თბილისში გადაიყვანდნენ.

დამსაქმებელი კატეგორიულად უარყოფს, რომ მეგიმ სისხლის ანალიზი მათთან, ლაბორატორიაში გაიკეთა და მის საფუძველზე მკურნალობა დაენიშნა. დირექტორისა და კლინიკური მენეჯერის თქმით, მისთვის მედიკამენტი არც ერთ ექიმს დაუნიშნავს.

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენ არ გვაქვს ეგეთი ინფორმაცია. შეიძლება რამე დალია, მაგრამ ჩვენგან მითითებით და ჩვენი დანიშნულებით არ ყოფილა. ეს გავიკითხეთ ჩვენ“, - გვითხრა 19 მარტს კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

„მე როგორც ვიცი დანამდვილებით, მას არანაირი გამოკვლევა კლინიკაში, ამ ბოლო პერიოდში არ ჩატარებია. ბოლო პერიოდს ვამბობ ერთ-ორ კვირას, არ ვიცი ერთი თვის ან წლების წინ რა იყო“, - განაცხადა გიორგი ბარძიმაძემ, კლინიკურმა მენეჯერმა 21 მარტს ჟურნალისტებთან.

ოჯახს კლინიკის მისამართით პრეტენზია პირველივე დღეს ჰქონდა. ნათესავები ფიქრობდნენ, რომ პაციენტს არასათანადო და დაგვიანებული მკურნალობა ჩაუტარდა.

„ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან ხშირად ვყოფილვარ. მქონია ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები, ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როცა ასე ცუდად დამთავრდა ყველაფერი. მნიშვნელობა არ აქვს, ანაფილაქსიური შოკი იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რეაქცია თუ ოჯახში თხილის მიღებით, პროტოკოლი არის ერთი და იგივე“, - ამბობს რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური.

მეგი ბაქრაძემ ახალციხის კლინიკა „იმედის“ თანამშრომელი რამდენიმე წლის წინ გახდა. ახალგაზრდა ქალი ჯერ სანიტრად, შემდეგ ოპერატორად მუშაობდა. ბოლოს, კოვიდ-კლინიკად გადაკეთებულ დაწესებულებაში, PCR ტესტისთვის ცხვირ-ხახის ნაცხს იღებდა.

რა წერია პროტოკოლში

ჯანდაცვის მინისტრის სამი თებერვლის ბრძანებაში „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვკითხულობთ, რომ სამედიცინო დაწესებულება, სადაც ტარდება ვაქცინაცია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ანაფილაქსიის მართვის მცოდნე პერსონალით, შესაბამისი მედიკამენტებით და აღჭურვილობებით. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინაციის ყველა პუნქტში ეპინეფრინით წინასწარ შევსებული შპრიცი ან აუტოინჯექტორი, H1 ანტიჰისტამინი (მაგ, დიფენჰიდრამინი), წნევის საზომი აპარატი, სტეტოსკოპი, წამზომი პულსის დასათვლელად.

„COVID-19 ვაქცინაციის კაბინეტი დროის ნებისმიერ მომენტში აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ, ეპინეფრინის 3 დოზით. ანტიჰისტამინები შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დამხმარე საშუალება, მაგრამ არასდროს არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც თავდაპირველი, ან, ერთადერთი მკურნალობის მეთოდი.

აცრის წინ ექიმი ვალდებულია უზრუნველყოს აცრის ფიქსირებული და დროებითი უბნების და გამსვლელი ამცრელი ბრიგადის მზადყოფნა ანაფილაქსიის შემთხვევისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.


ამავე დოკუმენტის დანართი №5-ის მიხედვით განსაზღვრულია, როგორ უნდა მოხდეს ანაფილაქსიური შოკის მართვა.

სიმპტომები ძირითადად ჩნდება ვაქცინაციიდან 15-30 წუთის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა სიმპტომების გაჩენას რამდენიმე საათი დასჭირდეს.

სიმპტომების გენერალიზების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ეპინეფრინი, უნდა მოხდეს დაკავშირება გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასთან, რათა პაციენტი გადაყვანილ იქნას სამედიცინო მომსახურების უფრო მაღალ დონეზე.


ამავე პროტოკოლით გათვლილია, რომ დაწესებულებების დონეზე უნდა შეირჩეს საკონტაქტო პირი ვაქცინაციის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის. ასევე კლინიკამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის ღონისძიებებში ჩართული პერსონალის გადამზადება, მათ შორის მენეჯერები, ლოჯისტიკოსები, ვაქცინატორები, დამლაგებლები, სკრინინგისთვის განკუთვნილი სამედიცინო პერსონალი.

კლინიკა „იმედის“ იმუნიზაციის კაბინეტის ექიმის ვიოლეტა ინასარიძის თქმით,„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებამდე, კლინიკის თანამშრომლებმა (ორმა ჯგუფმა) გადამზადება ჯერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, შემდეგ კი ონლაინ გაიარეს.

როგორ უნდა წარმართულიყო ვაქცინაცია და რა წერია პროტოკოლში - ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მათი იმუნიზაციის ექიმი თბილისში გადაამზადეს, მან კი ახალციხელ ექიმებს ტრენინგი ჩაუტარა.

„რვა კაცი იყო, ხუთი კლინიკა იმედიდან და სამი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან. ზედა კლინიკა არ ჩართულა ვაქცინაციაში, მაგრამ გადავამზადეთ. იმუნიზაციის ექიმი ლია ზედგინიძე 30 წელია იმუნიზაციას ატარებს. ჩვენთანაც იმუნიზაციაზე მუშაობს, ოჯახის ექიმია, სოფლის ექიმია, კლინიკა „იმედის“ ექიმია. უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ტრენინგის გარდა, ექიმებს დაგზავნილი ჰქონდათ მასალები“, - გვითხრა ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა.

პირველადი დახმარება


28 წლის მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება ოჯახის ექიმმა და პედიატრმა ვიოლეტა ინასარიძემ აღმოუჩინა. იმუნიზაციის კაბინეტის ექიმის თქმით, როცა მედდას აცრის შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა და ქავილი დაეწყო, 05 გრ. ადრენალინი თავად გაუკეთა. ექიმის განცხადებით, შპრიცში გამზადებული ეპინეფრინი (ადრენალინი) პროტოკოლის მიხედვით, მაგიდაზე ედოთ. ამის გარდა, კოლეგას გაუკეთა დექსამეტაზონი, სუპრასტინი, დიმედროლი.

ვიოლეტა ინასარიძე იხსენებს, რომ 28 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ისევ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. საქმეში რეანიმატოლოგი ჩაერთო და მეგი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

კლინიკის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის მიხედვით, პაციენტს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, კრუნჩხვები, სავარაუდოდ, ფილტვის ემბოლია და რამდენჯერმე გაუჩერდა გული.

გადაიტანა თუ არა COVID-19

საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაღებული კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხის გაშიფვრის შემდეგ, ადვოკატებმა ნახეს, რომ პაციენტს ჰქონდა ფილტვების მინისებური დაბურვა - იგივე ორმხრივი პნევმონია, რომელიც კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა მეგი ბაქრაძის კლინიკაში შეყვანისას გაკეთებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ხომ არ ჰქონდა გადატანილი COVID-19 და ვაქცინის შემდგომი გართულებაც ორგანიზმში წარმოქმნილმა ანტისხეულებმა ხომ არ გამოიწვია? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გარდაცვლილი მედდის სისხლი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნა. პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. 

ადვოკატების თქმით, ექიმები ვარაუდობენ, რომ განვითარდა ანაფილაქსიური შოკი, ასევე თრომბოემბოლია. საბოლოო პასუხს სრული სამედიცინო, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გასცემს.

„ანაფილაქსია არის პირველი ვერსია, მეორე – ფილტვის თრომბოემბოლია. ორივე მათგანი ახასიათებს კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს და ჯანმო-ს მიერაც არის იდენტიფიცირებული. მესამე ვერსია არის, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც კოვიდის მაჩვენებელია. იქიდან გამომდინარე, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა ტესტირება და შედეგი იყო უარყოფითი, გადატანილი შეიძლება, ჰქონოდა და ამან გამოიწვია მძიმე შედეგი“, - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ოჯახის წევრები და კლინიკის თანამშრომლები პირველივე დღეს ამბობდნენ, რომ პაციენტს კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონდა.

„მომხდარის შემდეგ იყო საუბრები, ხომ არ ჰქონდა ვირუსი. ჩვენ 7-14 დღეში ერთხელ ვიტესტებით, ამიტომ გამორიცხულია, რომ კოვიდი ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით“, - გვიყვება კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე.

„ჩვენ, როგორც კოვიდ კლინიკა, შვიდ დღეში ერთხელ ვიტესტებით პისიარ ტესტით. მეგის ყოველთვის უარყოფითი ჰქონდა“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

რა არის ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციაა, რომელიც ორგანიზმში ალერგენის (ცილის, შრატის, მედიკამენტის) მოხვედრის შემთხვევაში ვითარდება. შესაძლოა, გამოიწვიოს მწერის ნაკბენმა, მედიკამენტმა ან საკვებმა. ანაფილაქსიური შოკის დროს საჭიროა დაუყოვნებელი დახმარება, ვინაიდან ყოველი წუთი შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

ანაფილაქსიური შოკის დროს სიკვდილი შესაძლოა, განვითარდეს ბრონქოსპაზმით ან ფილტვების შეშუპებით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო. ასევე, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის და ტვინის შეშუპების გამო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები საქართველოში ყოველ წელს ვლინდება.

2015 წელი - 47 შემთხვევა, აქედან ერთი გარდაიცვალა;
2016 წელი - 55 შემთხვევა, არც ერთი გარდაცვლილი;
2017 წელი – 63 შემთხვევა, საიდანაც ორი გარდაიცვალა;
2018 წელი - 69 შემთხვევა, აქედან ერთი გარდაიცვალა;
2019 წელი - 78 შემთხვევა, მათგან ორი გარდაიცვალა;
2020 წელი - 40 შემთხვევა, არც ერთი გარდაცვლილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ანაფილაქსიური შოკის არც ერთი შემთხვევა ვაქცინაციასთან დაკავშირებული არ იყო. მათი უმეტესობა სხვადასხვა მედიკამენტზე რეაქციის შედეგად განვითარდა.

მეგი ბაქრაძის ვაქცინაციის შემდეგ, გვერდითი რეაქციის განვითარების გამო, აშშ-ში მომუშავე ქართველმა ექიმებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს. მაიმონდის კარდიოლოგმა ნანა გეგეჭკორმა და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორმა ზურაბ გურულმა სოციალურ ქსელში საერთო განცხადება გაავრცელეს. ექიმები წერენ, რომ სანამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირზე საბოლოო დასკვნა დაიდება, მოქალაქის აცრამდე შესავსებ კითხვარს რამდენიმე პუნქტი უნდა დაემატოს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკის მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკის გათვალისწინებით დაიგეგმოს.

„ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონავირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადეკვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან“.

ქართველი ექიმების თქმით, პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ პირველი გართულების შემდეგ შეიტყოს. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება - შესაძლებელია.

„ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:
1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?
2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონტანური აბორტის ისტორია?
3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას?
4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას?
5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს);
6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია);
7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები?

ექიმებს მიაჩნიათ, რომ ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი დამატებით უნდა გამოიკითხოს. შემდეგ, მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილით დაიგეგმოს მისი აცრა.

28 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 15 დღე გავიდა, თუმცა ოჯახის ადვოკატებმა მხოლოდ ახლა, სამ აპრილს მიიღეს საქმის მასალები.

საქართველოს პროკურატურა მიზეზად დადგენილებას ასახელებდა, რომლის მიხედვითაც ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის გამო შეეზღუდა. 31 მარტს ზემდგომმა პროკურორმა ეს დადგენილება გააუქმა.

ადვოკატებისგან საქმის მასალებს ელის „ასტრაზენეკა“. ოჯახის ინტეერესების დამცველებმა კომპანიას თავად მიმართეს.

„ასტრაზენეკამ“ უკვე ორჯერ მოგვწერა, დოკუმენტები და საქმის მასალები გამოაგზავნეთო, მაგრამ რაც არ გვქონდა რას გავაგზავნიდით, მხოლოდ ამპულის ნომერი გვქონდა“, - გვეუბნება ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი. 

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდებოდა, განახევრდა. სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან აცრა მხოლოდ ორ კლინიკაში - ახალციხესა და ახალქალაქშია შესაძლებელი. რეგიონში 18 მარტის შემდეგ იმუნიზაცია აღარ ჩატარებულა.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.0244
EUR
EUR
1
2.8873
RUB
RUB
100
2.7367
TRY
TRY
1
0.0793
USD
USD
1
2.7311
Օրացույց
«« Նոյեմբեր  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit bettilt girişomegle live+18 filmtürk pornoporno sexporno izlesıcak sohbetzbahisbetturkeystarzbetMarsbahis girişTubo Pornô GrátisPelículas de SexoPorn TubeDeneme Bonusu Veren Sitelerhttps://teknolojivove.com.tr/vozol-en-iyi-puff-bar-markasidir/betivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/فيديوهات سكسافلام سكسzeta libraryzbahisbetbababetbabayouwin girişyouwinmarsbahisMarsbahisCasibomHoliganbetcasibomayvalık zeytinyağıسكس افلامسكس اسودxslotşarjlı vidalamamatbetşarjlı matkappijama takımıpijamadarbeli matkapJojobetlink vao w88 moi nhatEkrem Abicasibom güncel girişcasibom girişMatbetSahabetOnwinMeritkingBahsegelTipobetTarafbetVdcasinoMariobetBetebetPusulabetUltrabetMostbethttps://www.elektronikesigaraal.com/casibom girişfixbetradabetbetturkeycasinolevantsosabetiptv satın alcasibom 756sabahlıkkimonocasibom güncelonwinBets10bankobetultrabetultrabet twitterOnwinOnwinmatadorbetcasibomcasibommatbetGrandpashabetdumanbetimajbetToy Poodlemeritroyalbetbahsegeltempobetrestbetbahigobettiltgolegolfunbahishitbetparmabetbetticketasyabahisnakitbahisbetwinnerbetgarantirbetmilanobetlordbahismostbetmarsbahispashagamingroyalbetholiganbetpokerklaswinxbetyouwinhepsibahisrexbetjetbahismobilbahissuperbetbetexperbahiscasinopusulabetverabetbahsinebetonbetbet10betmaksatbahisoleybetcepbahisikimislibetparkbetebetvegabetbetwoonparibahispiabetceltabetromabetligobetvbetorisbetbetlikeistanbulbahisultrabetparobetshowbetmariobetcasinomaxicasinometropolcasibomparisbahistrendbetbetciosonbahisbetzulabetkanyonprizmabetsekabetntvsporbetbetvolebetclupsetrabetbetkolikturkbetprivebetpadisahbetpasacasinobetsatjojobetdumanbetpinbahisnorabahismrbahisbullbahiscapitolbetartemisbetelexbetatlantisbetmelbetgalabetmatbetbircasinohızlıbahisradissonbetspincosüperbetrokubetneemexlordbahisvipparkladesbetbetroadfavorisenbetellislotticahitbetenbahisfarkbetdrbahisbetplaytambetnesinecasinogameofbetalobethilarionbetaspercasinobizimbahismasterbettingpirobettwinplaybekabetbetpipocasilothipercasinocasinoslotbeinnowsantosbettingmercurecasinofavorislotrcasinocasinowinistekbetbetvoybetsilinbetyaphiperwindiyarbetcasipolinterbahishanedanbetlotobetakulabetanadoluslotbetnisnisbarrüyabetcrosbetessbahisvaycasinobahiscentpalacabetkazandrabetbets10betchipmaximcasinocasinopluspradabetfestwinvdcasinoilelebetdiscountcasinobetmuzecasiverabahislionistanbul escortbetebetsekabetbuy x followerscasibomtürbanlı ifşaEntrümpelung WienTeppichreinigung Wiencasibom girişcasibomyabancı dizi izlejojobetjojobet güncel girişbetturkeypornopaykwikCasibom Girişmarsbahis girişgrandpashabetcasibomdeneme bonusu veren sitelercasibomcasibombuy x followersceltabetjojobetjojobetimajbetmatbetjojobetjojobetsekabetonwinsahabetgrandpashabetasyabahisBetturkeygrandpashabet girişjojobetcasibomvirabetxeno executordelta executormatadorbetdeneme bonusu veren sitelercasibomjojobetcasinolevantmariobetcasibomselçuksportsjojobetduelbitsdeneme bonusu veren sitelerlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbettiltparibahiswinxbetbahiscomlordbahisbycasino güncel girişbahiscomjojobetpusulabetpusulabetzbahis girişcasibomオンラインカジノmarsbahis girişbetewinotobetxslotbetmatikbetpubliczbahismatadorbetsüpertotobetdeneme bonusu veren sitelercasibomdeneme bonusu veren sitelercasino sitelerigarage door repair minneapolis mndeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelertipobetonwinsahabetbetkombahiscommariobettarafbetfixbetromabetroketbetotobetcasibom güncelbetörspinsekabetmostbetbahsegelpiabetbetzulaalobetultabetmeritroyalbetpadisahbetbettiltroketbetmariobetzbahissupertotobetbycasinocasino sitelerionwin1xbet GirişCasibom güncelmatadorbetWindows LisansCasibom güncel girişcasinolevantcasinolevanttipobetonwinsahabetbetturkeymariobettarafbetromabetbetewinotobetxslotbetpublicsupertotobetsupertotobetzbahisjojobet girişmeritkingbetgarantisahabetcasibom girişcasibomcasibom774.com1297bets10.comgrandpahsabet2197.comfilm izlematadorbetmarsbahisbetturkeyJojobet Güncel Girişbetörspinotobetcasibomonwin1xbetstarzbetmariobetbetmatikbetturkeysupertotobetbahsegelmarsbahisbetörspinaaamariobethttps://thevaperbr.com/vozolfilm seyrettipobet girişjetfilmgojojobet güncel girişkocaeli escortxeno executorbetturkey1xbetCasinomaxiCasinometropolBetpaspusulabet giriştipobetİzmit escort bayancasibomcasibommatadorbetholiganbetmarsbahisonwinsahabetsekabetmatbetimajbetjojobetpusulabetlunabetsultanbetyouwinmavibetbetparkmilanobetgoldenbahisbetsmovesultanbetbetmarinogalabetparibahissuperbetinbetwoonbetparkbetnanogoldenbahisaresbetbetpasmaltcasinobetexpernew bitcoin casinosbitcoin sports betting1xbet Güncel Girişlotobetartemisbetbetandyoucasinomaxirestbetalevcasinovaycasinohitbetluskcasinocrosbetbasaribetpradabetpin upbahsegelultrabetnakitbahistipobetbets10matadorbetsahabetsekabetonwinmatbetdumanbetimajbetjojobetcasibommarsbahiscasibomcasibom girişgalabetbetkanyonbetebetvaycasinokralbetdinamobetcasibomlimanbetjojobettimebetbetturkeymatadorbetsekabetotobetotobetbetebetpadişahbet padişahbetkingbettingsonbahispadişahbet girişroyalbetkingbettingpornozbahiszbahiscasibom güncel girişmeritkingorisbet extrabet giriÅŸ adresi nedir?extrabet giriÅŸ adresi nedir?limanbetpendik korsan taksi durağıvivaslim reviewsikimislikorlllsunn12queenbetmariobet twittercasibomcasibom giriÅŸcasibom güncel giriÅŸtimebetjojobet Giriş-10 Yıllık Hizmet Mobil Girişrüyabet betkom guncel girisextrabetzbahismariobetcasibom guncel girisCasibom guncel girisCasibom Guncel Girishacklink panelonbahismeritking cumameritking girişextrabetpusulabettipobet twitteronwinSahabetBetkomBahiscomFixbet1xbetStrazbetBetturkeyMariobetTarafbetRomabetOtobetXslotBetmatikZbahisSüpertotobetbetandyouRexbetBahsegelMarsbahisMarsbahispusulabetmeritking girişextrabet girişmike tyson vs jake paulextrabetgalabetultrabetbahiscomsophie rain leakbtistpusulabet girişbetciomarsbahisbaywiinmarsbahisbatman halı yıkamaaltyazılı pornistanbul escorthttps://mangavagabond.online/de/deneme bonusudeneme bonusu veren sitelerhttps://mangavagabond.online/de/map.phpnew online casinos canadaonline casino ontarioligobetselçuksportstaraftarium24canlı maç izlematadorbet twittermatadorbet girişonline casino canadameritkingjojobetcasibomjojobetsekabetonwincasibomsahabetgrandpashabetsahabetpizza çantasımeritkingcasibomcasibomcasibomcasibomnvi randevucasibomcasibomvbetkralbetbitcoin casinosdeneme bonusu veren sitelermeritking giriştipobet girişTipobetOnwinSahabetBetkomBetkomBahiscomFixbet1xbetbetturkeyMariobetTarafbetİmajbetotobetmariobetmariobetimajbetcasibombets10bycasinomerikingkralbetmeritkingcasibom girişbiolinkcasibommeritroyalbetbahsegeltempobetrestbetbahigobettiltMeritkingMeritking Giriş12zbahiszbahis girişzbahis twitterzbahismeritkingcasibombetciomarsbahisbetexperWipbetZbahisBankobetvanillagifttümbetmarsbahistümbetcratosslotcratosslot