კულტურა
დღეს, ახალციხეში ზუკა ხუციშვილი საახალწლო კონცერტზე იმღერებს
დღეს, 21 დეკემბერს, ვალეში, საახალწლო კონცერტზე, ზუკა ხუციშვილი იმღერებს. ახალციხის მერია მომღერალს გამართული კონცერტისთვის 10 000 ლარს გადაუხდის. კიდევ ერთი საახალწლო კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართება. ახალ წლამდე ორი დღით ადრე, გიორგი ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) გამოვა სცენაზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჰონორარის სახით 5 000 ლარს მიიღებს.
მომღერლების ანაზღაურების გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებებზეც, რისთვისაც 53 648 ლარი განისაზღვრა. ამ თანხაში შედის თოვლის პაპა, ფიფქია და 6 სხვადასხვა ზღაპრის გმირების დაქირავება, სცენის მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება, როგორც ახალციხეში, ისე ვალეში საკონცერტო ღონისძიებებისთვის.
ხმის რეჟისორის ჰონორარი, ფეიერვერკი და ნაძვის ხის დაცვის მომსახურება. ახალციხის მუნიციპალიტეტმა ტენდერი საახალწლო განათების შესყიდვაზეც გამოაცხადა, რაც ჯამში 41`410 ლარი უჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
სულ, საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად ახალციხის მუნიციპალიტეტი 135 ათასი ლარს ხარჯავს.
Տարածեք :