26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გრაფიკი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში:
➡ ქალაქი ახალციხე
►08:00 - დან სამხედრო ტექნიკის გამოფენა - თამარშვილის ქუჩა
ახალციხის ციხის (რაბათი) ტერიტორიაზე:
►13:30 თოჯინების თეატრში სპექტაკლი "სიზმარში დაკარგული ქუდის ამბავი"
►14:00 - ადგილობრივი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა; სახის მოხატვა;
►შეჯიბრებები სპორტის შემდეგ სახეობებში:
13:30 ველოტური, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან რაბათამდე
14:00-16:00 - შეჯიბრი ჭიდაობაში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში;
►16:00-დან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალციხის ციხის (რაბათი)ზედა ნაწილში:
• მე-12 საუკუნის გაცოცხლება
• მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები (მშვილდის სროლა, ლახტი, ტომრებით შეჯიბრი, თოკის გადაქაჩვა);
• გამოფენა-გაყიდვა (იარაღი, რეწვა, თიხა, ხალიჩები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეპლიკები. ნამდვილი ხილის ნატურმორტები, წნულები, ჩირაღდნები);
►16:30 საათი - ფილმის ჩვენება, "ქაჯეთი", კოტე მიქაბერიძე 1936 წ;
►17:00 საათი - ინსტალაცია მეფის კარზე - "იყო არაბეთს როსტევან";
►17:30 საათი - საზეიმო კონცერტი (მონაწილეები: ქ. ახალციხის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხურ საკრავთა გუნდები, სამუსიკო სკოლის ინდივიდუალური შემსრულებლები);
►19:30 საათი- გალა კონცერტი (ჯგუფი "მეტეხი", რომა რცხილაძე და ბენდი);
►20:30 საათი - თეატრალიზებული წარმოდგენა "ქაჯეთის ციხის აღება" - დასკვნითი ცეცხლოვანი შოუ.
➡ ახალციხის მუნიციპალიტეტი
►20:00 საათზე, ქალაქ ვალეს კულტურის სახლში კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
➡ ბორჯომის მუნიციპალიტეტი
►11:00 - 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შეამკობა (9 აპრილის ქუჩა)
►11:00 - სპორტული წრეების მოსწავლეთა აღლუმი და სპორტული სანახაობრივი წარმოდგენა (ბორჯომის ცენტრალური პარკიდან კოსტავას მოედნამდე);
►12:00 - მხატვარ-მოქანდაკე თანგული ორთოიძის ნამუშევრების გამოფენა (კულტურისა და ხელოვნების ცენტრი);
►13:00 - ანსამბლ "ოქტავას" სოლო კონცერტი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრი);
►14:00- წიგნის მაღაზიებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (კოსტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორია);
►14:00 - პოეზიის საღამო ღია ცის ქვეშ (კოსტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორია);
➡ ასპინძის მუნიციპალიტეტი
►11:00 - ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში - სპორტული და კულტურული აქტივობები;
► საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი გმირების მემორიალის შემკობა ყვავილებით, პარაკლისი;
►12:00 საზეიმო კონცერტი
➡ ადიგენის მუნიციპალიტეტი
► 12:00 საზეიმო კონცერტი ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
➡ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
12:00 საათიდან:
► საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი
► დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო სკოლის გამოფენა (სამხატვრო სკოლის დარბაზში და ღია ცის ქვეშ);
► გამოფენა-ექსპოზიცია ახალქალაქის სამხარეო მუზეუმში, თემაზე: ქ. ახალქალაქი 1991 – 2017 წწ.
► ქალაქის პარკში დღესასწაული ,,საბავშვო ნახატი ასფალტზე", საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მუსიკისა და თამაშების თანხლებით.
► 26 მაისიდან 10 ივნისამდე - ,, მომავლის სახლში" გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
► კონცერტები მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
► ჭადრაკის ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის პირველობაზე ქალაქის ცენტრალურ პარკში;
► თოჯინების თეატრის სპექტაკლი ქალაქის ცენტრალურ პარკში;
► ქალაქ ახალქალაქის ბიბლიოთეკაში წიგნების გამოფენა - ძველი და ახალი თაობის ადგილობრივი მწერლების ნაწარმოებები.
➡ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
► 14.00 საათზე - საზეიმო კონცერტი კულტურის ცენტრში.
►16.00 საათზე - სპორტული ღონისძიება: "ფეხბურთის მოყვარულთა" ნინოწმინდის ლიგის ფინალური ტური;
►ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური გაკვეთილები.