ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, - ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.
tv9news.ge მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს.