კულინარიული შოუ
ჰასუთა- კიდევ ერთი უცნობი მესხური კერძი
ჰასუთა მესხური კერძია, რომელსაც რეგიონში უძველესი დროიდან მიირთმევენ. მის მოსამზადებლად ადგილობრივები მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებენ.
კერძს მომზადებისთვის დაგჭირდებათ:
- წყალი - 1 ლიტრი
- ბაქმაზი - 500 გრამი
- ფქვილი ან მჭადის ფქვილი - 200 / 300 გრამი
- ერბო - 100 გრამი
მომზადების წესი:
წყალში გავხსნით ბაქმაზს, ადუღებამდე ამოვუკიდებთ ფქვილს ან მჭადის ფქვილს ნელ-ნელა და ხის კოვზით ჩქარ-ჩქარა მოვურევთ რომ არ დაგორგოლავდეს. რომ შესქელდება ფაფისმაგვარად, კიდევ ცოტა ხანს ამოვზელთ ფქვილის გემო რომ არ ჰქონდეს და დავუმატებთ ერბოს.
კერძი მზადაა. მიირთვით გემრიელად!
რეცეპტი გაგვიზიარა ადგილობრივმა ზაზა ივანიძემ.
Տարածեք :