ძალაუფლების წყარო არის ეკონომიკა
ძალაუფლების წყარო არის ეკონომიკა.
ვინც აკონტროლებს ეკონომიკას ის ფლობს ძალაუფლებას.
სსრკ სრულად აკონტროლებდა ეკონომიკას და უარესიც, აკრძალული იყო კერძო საკუთრება.
კერძო საკუთრების უფლების წართმევა არის მონობა ანუ სსრკ იყო მონათმფლობელობა და დიქტატურა.
რადიკალურად მემარჯვენე კონსერვატიული წყობილება.
ამოდონა იმპერია ვერანაირად შედგებოდა ეკონომიკური მონობის გარეშე. ამიტომაც განაკულაკეს ყველა.
ავტოკრატია ოდნავ სახეშეცვლილი დიქტატურაა.
კერძო საკუთრების უფლება არის, ოღონდ არ არის ვაჭრობის თავისუფლება.
მაგალითად თქვენ გაქვთ მიწა, მოგყავთ მოსავალი მაგრამ ვერ ყიდით თავისუფალ კონკურენტულ და სამართლიან ფასში.
ვიღაცა უფროსს რაღაცა ხარკი უნდა გადაუხადოთ, ან სულაც წილში უნდა ჩასვათ რომ გაყიდოთ.
ბიზნესებს აუცილებლად ჰყავს ვიღაცა "კრიშა" ანუ სრული, ტოტალური კონტროლი ბიზნესებზე და ეკონომიკაზე.
ფინანსების წყარო მხოლოდ სასესხო ბაზარი, ბანკები და მიკროსაფინანსოები, ანუ საბანკო მონოპოლია.
ანუ მმართველი ელიტები, სახელმწიფო აკონტროლებს ეკონომიკას და შესაბამისად ელიტები ძალაუფლების მეშვეობით არიან მდიდარი, ანუ ოლიგარქიული კაპიტალით იმორჩილებენ ღატაკ ხალხს.
ლიბერალური დემოკრატიის არსი და ფუნდამენტია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა,
შედეგად ძალაუფლების წყარო ხდება ხალხი.
ძალაუფლება იყოფა სამ დამოუკიდებელ შტოდ და "სამთავიანი გველეშაპი" სახელად ძალაუფლება ხდება "მოშინაურებული ფინია", ხალხის და ქვეყნის ინტერესების მსახური.
ფრანგულმა რევოლუციამ აბსოლუტური მონარქია დაყო სამ შტოდ, კანონმდებელი, აღმასრულებელი და სასამართლო.
იქიდან იწყება ლიბერალ დემოკრატიის ათვლა.
აშშ არის ლიბერალური დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის ეტალონი სახელმწიფო.
ევროპის რეალური ლიბერალ დემოკრატია დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა მარშალის გეგმით დაინერგა საბაზრო ეკონომიკები, ანუ ევროპა გადავიდა ინტენსიურ ეკონომიკებზე და ამის შედეგად დასრულდა ევროპის კოლონიზატორული პოლიტიკა.
ფორმალურად ავტოკრატიაშიც დაყოფილია ხელისუფლება, ესეც იმიტომ რომ ლიბერალ დემოკრატიის მძლავრი გავლენა აიძულებს ავტოკრატიულ რეჟიმებს რამენაირად მიემსგავსონ დემოკრატიას.
რუსეთის ფედერაციაშიც კი ფორმალურად არის ხელისუფლების სამი შტო. მაგრამ ეკონომიკაზე სრული კონტროლის შედეგად ძალაუფლება რეალურად უზურპირებულია.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხელისუფლების სამი დამოუკიდებელი შტო ერთმანეთს აკონტროლებს და აბალანსებს, შედეგად დაცულია სამართლის უზენაესობა და ადამიანების უფლებები.
ყალიბდება მდიდარი ეკონომიკურად დამოუკიდებელი საშუალო კლასი, მძლავრი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს.
საბაზრო ეკონომიკაში ძალაუფლების უზურპაცია, ანუ ძალაუფლების სამი თავის გაერთიანება და უკონტროლო "გველეშაპად" გადაქცევა ხდება შეუძლებელი.
სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ საბაზრო ეკონომიკაში, როცა გამართული და დამოუკიდებელი საბანკო და საბირჟო სისტემებია მოქალაქეები არიან მდიდრები, ისინი აკონტროლებენ ეკონომიკას და ძალაუფლებაც საზოგადოების ხელშია.
მმართველები კი რეალურად დაქირავებული პერსონები და სამართლის უზენაესობა არის მათი საქმიანობის ერთადერთი გზა.
ნატო-ს და ევროკავშირის წევრობის უპირველესი პირობაა დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა და მკაფიოდ ანგარიშვალდებული ხელისუფლება ხალხის წინაშე.
როცა მოითხოვთ ნატოს წევრი გახდეს ქვეყანა კორუფციული ოლიგარქიული ეკონომიკით ამით საკუთარ თავს ავნებთ, ქვეყანას პირველ რიგში და ოლიგარქიას ეხმარებით პოპულისტობაში და ტყუილებში.
მოითხოვეთ ეკონომიკის სრული დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან.
მოითხოვეთ საფონდო ბაზრის და მისი რეგულატორის ფასიანი ქაღალდების კომისიის დამოუკიდებლობის აღდგენა.
როცა პენსიებზე, მშპ-ზე და კაბინეტში მიწვეულ ინვესტორებზე გესაუბრებიან პოლიტიკოსები იცოდეთ რომ ძალიან, ძალიან მწარედ გატყუებენ.
p.s. მაქსიმალურად გააზიარეთ მეგობრებო..
ლიბერალური განათლების გარეშე არაფერი გამოვა.
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი