ირაკლი ღარიბაშვილი "ბუსტერ დოზის" გაკეთებას არ აპირებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რას ნიშნავდა მისი განცხადება ვაქცინის არაეფექტურობასთან დაკავშირებთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, "ომიკრონის" წინააღმდეგ ვაქცინები არ მუშაობს, ამიტომ "ბუსტერ დოზის" გაკეთებას არ აპირებს.
"კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი “ფაიზერით”. მოუსმინეთ, მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან რეალურად რა არის “ომიკრონი”, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრული.
ის რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არაა, ესაა პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი მეცნიერის. მაგრამ მე განვმარტე და მინდა კიდევ განვუმარტო მოსახლეობას, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე ვარ, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის. ვაქცინა მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, “ომიკრონზე” უბრალოდ არ მუშაობს. მოკლედ, ასეა თუ ისეა, დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონობითი ვაქცინა, მე ეს არჩევანი მივეცი მოსახლეობას. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
ორჯერ ვარ აცრილი, ბუსტერით არ ვაპირებ, აზრი არ აქვს. მეცნიერებს დავეყრდნობი, ომიკრონგადატანილი უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე ბუსტერდოზიანი. უფრო მეტს გეტყვით, იყო ერთი მინისტრი, 4-ჯერ აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი”
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.