"მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ის ვიღაც გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას" - მორგოშია
15.03.2023
რადიკალები ამ დრომდე დაუსჯელები არიან - პოლიციას დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია, იმ პრორუსული პარტიის წევრები და ლიდერები, ვინც თბილისში ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა." პირველებთან" ინტერვიუში კი "ალტ-ინფოს" პრორუსული ჯგუფის მეთაური ადასტურებს, რომ ის მოსკოვიდან რამდენიმე დღის ჩამოსულია.
კოკა მორგოშია იყო ერთ-ერთი, ვინც ევროკავშირის დროში ჩამოგდებისა და დაწვის პროცესს ხელმძღვანელობდა.
მეტიც, რადიკალების ლიდერი კმაყოფილია, რომ დროშის დაწვის კადრი რუსული საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემად იქცა. "დაკავებით არავის დააკავებენ, სავარაუდოდ, ჯარიმა იქნება რამდენიმე ათასლარიანი. ზურა (მახარაძე) იყო ის ვინც ავიდა და დროშა ჩამოხსნა. ეს მან მიტინგზეც განაცხადა. (საგამოძიებო უწყებაში) დასაბარებელი რატომაა, ჯარიმას დაუწერენ და მორჩა, მაგაზე სხვა სასჯელი არ არის. პოლიცია იქ არ იდგა და რანაირად უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა?! როცა მოვიდა, თუ წინააღმდეგობა გაუწია, აგერ არის საგამოძიებო ორგანო და დაიწყონ (გამოძიება)" - თქვა კოკა მორგოშიამ.
რადიკალების ლიდერის თქმით, "პარლამენტთან რომ ევროკავშირის დროშა კიდია, სწორედ ეს არის დანაშაული".
მისივე მტკიცებით, რუსეთიდან დავალება არ მიუღიათ, თუმცა მორგოშია კმაყოფილია იმით, რომ ფაქტს რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად აშუქებს:
"პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა რომ კიდია, ეგ არის დანაშაული. მე და საქართველოს (მოსახლეობის) ძალიან დიდ ნაწილს ასეთი პოზიცია გვაქვს. ეგ დროშა რომ მანდ კიდია, ჩვენი სირცხვილია...
ჩვენ არავისგან არაფერ მითითებებს არ ვიღებთ, გუშინდელი ეთერები ვნახე და ყველგან არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი. მე არ ვიცი, ისინი ზეიმობენ თუ რას შვრებიან, მაგრამ ყველა არხზე, რაც კი იქ არსებობს, პირველი ახალი ამბავი ეს იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ის ვიღაც გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. თან აქცია არც გვქონია, ჩვენი ოფისის დასაცავად შევიკრიბეთ და რუსთაველზე სპონტანურად გავიარეთ. თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ დაგვჭირდეს, სად მეტი ადამიანი გამოვა, გინდათ, რომ მაგას მიგვაზომოთ? დამიჯერეთ, ჩვენ თუ გამოვედით, იქ ყველა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. პირდაპირ გეუბნებით. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ისინიც"- განაცხადა მორგოშიამ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.