პრეზიდენტმა ,,აგენტების კანონს" ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "აგენტების კანონს" ვეტო დაადო.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს კანონი "თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტებს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე." მისი თქმით, "ეს ვეტო არის სრულიად გამართული და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.
,,ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. მოსალოდნელია, რომ კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდება.
გამოქვეყნების შემდეგ 60 დღე ექნებათ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, "უცხოელი აგენტების" რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.