ანტონ ობოლაშვილი ორ 17 სართულიან კომპლექსს აშენებს
ტვ პირველის საგამოძიებო მასალიდან საზოგადოება პარლამენტის დეპუტატთა სამშენებლო ბიზნესის შესახებ იღებს ინფორმაციას. ცხრა დეპუტატიდან სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ერთ-ერთია, ვინც თბილისში მრავალბინიან კორპუსს აშენებს. დეპუტატის კომპანია ორ 17 სართულიან საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს საბურთალოს შუაგულში. 2000 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი უკვე დასრულებულია.
ირკვევა ისიც, რომ ახლა ანტონ ობოლაშვილმა უფრო მასშტაბური მშენებლობა დაიწყო. "ოცნების" დეპუტატი ამჯერად კიდევ უფრო გრანდიოზულ პროექტს - 22 სართულიან ,,ველიტა ქავთარაძეს’’შეეჭიდა.