სამცხე-ჯავახეთის სასტუმროები, რომლებმაც მუშაობის ნებართვა მოიპოვეს
საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, 142 სასტუმროს ამოქმედების ნებართვა მიეცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ამ მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტების მასპინძლობის უფლება აქვს განთავსების 14 ობიექტს. აქედან ხუთი ბორჯომში, ორი ბაკურიანში, სამ-სამი ახალციხესა და აბასთუმანში, ერთი კი ახალქალაქში მდებარეობს.
სასტუმროები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით ამოქმედდა:
ბორჯომი - ქრაუნ პლაზა, ბორჯომი ლიკანი, მეიდანი, ალმა-ატა, აპარტჰოტელი ვაინ ინ ბორჯომი.
ბაკურიანი - რუმს კოხტა, მელსი.
ახალციხე - ნიუ გრანდი, რიო, ტიფლისი.
აბასთუმანი - მწვანე სასტუმრო, ნიუ ჰაუს, აბასთუმნი რეზიდენსი.
ასპინძა - ვარძიარეზორტი.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასტუმროების სია ეტაპორივად განახლდება და განთავსდება ვებ-გვერდზე.